არმაზის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 20: ხაზი 20:


[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]]
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]]
[[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]

უკანასკნელი რედაქცია 12:33, 16 იანვარი 2021-ის მდგომარეობით

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არმაზი.

არმაზის ციხე — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3-4 კილომეტრში, არმაზისხევის სათავესთან, ორ ხევს შორის აღმართულ ძნელადმისადგომ მაღალ კლდოვან მთაზე. თარიღდება XIII-XV საუკუნეებით.

ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰქონია. გალავანი გეგმით ტრაპეციის ფორმისაა (26 X 27,5 მ.). კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას. იგი წიბოებმომრგვალებული სამკუთხა პრიზმს წარმოადგენს. პირველი სართული ყრუა. შიგნით მისი კუთხე სამეურნეო დანიშნულების მიზნით ცერადაა გადატიხრული. შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთის მხრიდან. ამ სართულზე მოზრდილი სარკმლებია. მესამე სართულის კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი.

2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]