მცოხნელები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა *
{{ტაქსოდაფა
| სახელი =მცოხნელები
| სახელი =მცოხნელები
| სურათის ფაილი =White-tailed deer.jpg
| სურათის ფაილი =White-tailed deer.jpg

21:13, 13 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

მცოხნელები
Odocoileus virginianus
Odocoileus virginianus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ქვერიგი:  მცოხნელები
ლათინური სახელი
Ruminantia

მცოხნელები (Ruminantia), ძუძუმწოვრების ქვერიგი წყვილჩლიქოსნების რიგისა. უმეტესობას 4-განყოფილებიანი (ფაშვი, ბადურა, წიგნარა, მაჭიკი) კუჭი აქვს. საჭმლის მონელების პროცესში დიდ როლს თამაშობს ცოხნა. მცოხნელებთაგან ბევრს კარგად განვითარებული რქები აქვთ. ზედა საჭრელები არა აქვთ. კიდურებზე ყველაზე მეტად განვითარებულია მე-3 და მე-4 თითები, რომლებზეც დიდი რქოვანი ჩლიქები აქვთ. არსებობს მცოხნელების 6 ოჯახის (ირმულასებრნი, მუშკისებრნი, ირმისებრნი, რქახრახნილისებრნი, ჟირაფისებრნი, ძროხისებრნი) 180-მდე სახეობა. ველური მცოხნელები თითქმის ყველგან გვხვდებიან (ავსტრალია, მადაგასკარისა და ანტილის კუნძულების გარდა). უმეტესად ჯოგური, პოლიგამიური ცხოველებია. აქვთ დიდი სამეურნეო მნიშვნელობა (იყენებენ უმთავრესად ხორცსა და ტყავს).

ლიტერატურა

  • ავალიანი რ., ქსე, ტ. 7, გვ. 255, თბ., 1984