მაჭიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მაჭიკი, მცოხნელი ძუძუმწოვარი ცხოველების რთული კუჭის ბოლო (მე-4) განყოფილება. მაჭიკი შიგნიდან ამოფენილია ერთშრიანი მომნელებელი ეპითელიუმით, რომლის უჯრედები გამოყოფენ კუჭის წვენს, რომელიც შეიცავს პეფსინს. ახალშობილი ცხოველების მაჭიკის წვენიდან მზადდება კვეთი, რომელსაც ხაჭოსა და ყველის დასამსაზედლად იყენებენ.

მაჭიკის ანთება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაჭიკის ანთება (ლათ. Abomasitis Catarrhalis) — ხასიათდება მისი ლორწოვანი გარსისა და სხვა შრეების მწვავე და ქრონიკული ანთებით, ავადდებიან უმთავრესად ძუძუმწოვარა ხბორები.

გამომწვევი მიზეზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამომწვევი მიზეზია ხბორების კვებისა და შენახვის სანიტარულ-ჰიგიენური წესების დარღვევა, როდესაც რძით კვებიდან მცენარეულ კვებაზე სწრაფად გადაჰყავთ, ან ხბორებს ასმევენ ჭუჭყიან, ცივ, დამჟავებულ რძესა და შრატს. არ არიან უზრუნველყოფილნი წყლით და იძულებული არიან დალიონ წუნწუხი.

კლინიკური ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაჭიკის ანთების დამახასიათებელ ნიშნად ითვლება მადის გაუარესება, ზოგადი მოწყენილობა, მოდუნება, ხშირი მთქნარება, კვნესა, პერიოდულად წარმოიშობა ფაშვის მეტეორიზმი, მისი შეკუმშვები არარითმულია და იშვითი (5 წუთში 2-5 ჯერ) მოსვენების პაუზები გაგრძელებულია 2 წუთამდე, მარჯვნივ მაჭიკის არეში პერკუსია იწვევს მტკივნეულ რეაქციას. მაჭიკში ხმიანობა ძლიერდება, სუსტდება. ნაწლავების პერისტალტიკა შესუსტებულია, დეფეკაცია იშვიათია, განავალი მაგრდება, დაფარულია ლორწოს ფენით.

კონიუქტივა შეწითლებულია, სკლერა კი ოდნავ გაყვითლებულია, პირის ლორწოვანი გარსი შეწითლებულია. ენის დვრილები მკვეთრადაა გაწითლებული, სხეულის ტემპერატურა, პულსი და სუნთქვა უმეტეს შემთხვევაში ნორმის ფარგლებშია.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკურნალობა უნდა იქნეს მიმართული გამომწვევი მიზეზების მოცილებაზე. ფაშვის ამორეცხვის, საფაღარათო მარილებისა და ზეთების მიცემის შემდეგ უნიშნავენ დიეტურ კვებას, რაციონში შეაქვთ კარგი სიმინდის სილოსი, შაქრის ჭარხალი, სტაფილო, მდელოს რბილი თივა ან მწვანე ბალახი. უნიშნავენ აგრეთვე მარილმჟავას პეპსინით და ხელოვნურ კარლსბადის მარილს.

Erste hilfe.svg გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!