ფაშვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფაშვი — მცოხნელების ოთხკამერიანი კუჭის პირველი, ყველაზე დიდი განყოფილება. ფაშვის მოცულობა მოზრდილ ცხოველებში კუჭის მთელი მოცულობის 4\5-ია. ფაშვის კედელი შედგება სამი გარსისაგან: სერიოზული, კუნთოვანი და ლორწოვანი. ფაშვის ლორწოვანი გარსი ამოფენილია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით, არ შეიცავს ჯირკვლებს და ქმნის სხვადასხვა ფორმის და ზომის დვრილებს. ფაშვში საჭმლის მომნელებელი წვენი არ გამოიყოფა, მაგრამ მიმდინარეობს ბიოლოგიური, ქიმიური და მექანიკური პროცესები, რის შედეგადაც საკვები მზადდება ნამდვილ კუჭში — მაჭიკში გადასამუშავებლად. ფაშვიდან საკვები ხვდება ბადურაში ან ამოინთხვეა პირის ღრუში, საიდანაც (ხელმეორედ დაქუცმაცებული) საყლაპავის ღარით წიგნარაში გადადის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]