ელისო ბოლქვაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 56: ხაზი 56:
* [http://www.elisso-bolkvadze.com/about/23 ელისო ბოლქვაძის ბიოგრაფია]
* [http://www.elisso-bolkvadze.com/about/23 ელისო ბოლქვაძის ბიოგრაფია]
{{Nplg ბიოგრაფია|00002496}}
{{Nplg ბიოგრაფია|00002496}}

==სქოლიო==
{{სქოლიო}}


{{DEFAULTSORT:ბოლქვაძე, ელისო}}
{{DEFAULTSORT:ბოლქვაძე, ელისო}}

17:48, 1 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოლქვაძე.
ელისო ბოლქვაძე

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 იანვარი, 1967
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
წარმოშობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა პიანისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
საიტი ოფიციალური ვებ-გვერდი
ელისო ბოლქვაძე ვიკისაწყობში

ელისო ბოლქვაძე (დ. 2 იანვარი, 1967, თბილისი, საქართველო) — ქართველი პიანისტი.

ბიოგრაფია

დაიბადა პოეტ ზაურ ბოლქვაძის ოჯახში. 7 წლის ასაკში წარუძღვა პირველ კონცერტს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ამას მალევე მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მოჰყვა.

ელისო ბოლქვაძე სწავლობდა თბილისის ნიჭიერთა ათწლედში. მოგვიანებით კი თბილისის კონსერვატორიაში - პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. მონაწილეობას იღებდა მოსკოვში ჩატარებულ ტატიანა ნიკოლაევას მასტერკლასებში.

კარიერა

ელისო ბოლქვაძე არის მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი:

Van Cliburn (აშშ), Vianna da Motta (ლისაბონი), Axa International Piano Competition (დუბლინი) Marguerite Long Piano Competition (პარიზი), სადაც დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით, ფრანგული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის.

მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია და სპეციალური პრიზი „ქართული კულტურის ამაგდარი“.

პოლიტიკური კარიერა

2020 წლის 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა პროპორციული სიის 32-ე ნომრად. [1]

ჯილდოები

  • 2018 — ღირსების ორდენი
  • 2015 — იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება
  • 1995 — მარგარიტა ლონგის სახელობის საერთაშორისო კონკურსი
  • 1995 — ჟაკ ტიბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსი
  • 1994 — პრიზი ფრანგული მუსიკის საუკეთესო ინტერპრეტაციისათვის
  • 1993 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1989 — ვან კლიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (ქ. ფორტ-უერთი, აშშ)
  • 1987 — მუსიკოს-შემსრულებელთა ვიანა დე მოტას სახელობის ლისაბონის (პორტუგალია) X საერთაშორისო კონკურსი, II პრემია
  • 1984 — მუსიკოს-შემსრულებელთა ბახის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (ლაიფციგი), VI პრემია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო