ელიზბარ გულისაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
მ წაიშალა კატეგორია:პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები; დაემატა კატეგორია:ქართველები პირველ მსოფლიო ომში გაჯეტ HotCat-ით |
||
ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[კატეგორია:ქართველი პოლკოვნიკები]] |
[[კატეგორია:ქართველი პოლკოვნიკები]] |
||
[[კატეგორია:რუსეთის იმპერიის ოფიცრები]] |
[[კატეგორია:რუსეთის იმპერიის ოფიცრები]] |
||
[[კატეგორია: |
[[კატეგორია:ქართველები პირველ მსოფლიო ომში]] |
||
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]] |
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]] |
||
[[კატეგორია:საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაბადებულები]] |
[[კატეგორია:საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაბადებულები]] |
16:48, 26 აგვისტო 2020-ის ვერსია
ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი (დ. სექტემბერი 1890, საგარეჯო, — გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკი (1919).
დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია (1910) და მოსკოვის ალექსის სამხედრო სასწავლებელი (1914). I მსოფლიო ომის დროს პორუჩიკის, შემდეგ შტაბს-კაპიტნის ჩინით იბრძოდა რუსეთის არმიის 95-ე ქვეითი კრასნოიარსკის პოლკის რიგებში დასავლეთის ფრონტზე. განსაკუთრებით გამოიჩინა თავის ქალაქ გროდნოს მიდამოებში ბრძოლისას 1915 წლის 21 აგვისტოს (დაჯილდოვდა გიორგის იარაღით). 1918 წლიდან საქართველოს არმიის გენერალური შტაბის ოფიცერი იყო. 1917 წლიდან გაწევრიანებული იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაში. საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ (1921) ემიგრაციაში არ წასულა, მუშაობდა სამხედრო და საზღვაო საქმეების სახალხო კომისარიატში (ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების უფროსი) და, ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთში. 1922 წლიდან იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის, ასევე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური სამხედრო ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1923 წლის მარტში თბილისში, საკუთარ სახლში (მოსკოვის ქ. №15, ახლანდ. ძმები კაკაბაძეების ქუჩა) დააპატიმრეს. იმავე წლის 20 მაისს სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტეს დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II და III, წმ. ანას III და IV, წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენებით, გიორგის ოქროს იარაღით „მამაცობისათვის“.[1]
ლიტერატურა
- ურუშაძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 194.
- მშვიდობით ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ! / [საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი ; პროექტის ხელმძღვანელი ომარ თუშურაშვილი. თბ., 2016 . ISBN 9789941094361. - გვ. 123-122.
სქოლიო
- ↑ Гулисов Элизбар Захарьевич. «Памяти героев Великой войны 1914–1918».
- დაბადებული 1890
- გარდაცვლილი 20 მაისი
- გარდაცვლილი 1923
- ქართველი პოლკოვნიკები
- რუსეთის იმპერიის ოფიცრები
- ქართველები პირველ მსოფლიო ომში
- საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენის კავალერები
- წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენის კავალერები
- წმინდა ანას III ხარისხის ორდენის კავალერები
- წმინდა ანას IV ხარისხის ორდენის კავალერები
- წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენის კავალერები
- ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“-ის კავალერები