ნაირა გელაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
IARLIN-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 95.137.203.152-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
MIKHEIL-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა IARLIN-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 21: ხაზი 21:


==ნაწარმოებები==
==ნაწარმოებები==

=== ცნობილი გამონათქვამები ===

* "ვის შეუძლია ჩასწვდეს მწერლის სტილს? ის ხომ ავტორის სულის წიაღიდან აღმოცენდება!"


===რომანები===
===რომანები===
ხაზი 45: ხაზი 41:
* 2010 - [[საბა (ლიტერატურული პრემია)|საბა]] საუკეთესო რომანისთვის „პირველი ორი წრე"
* 2010 - [[საბა (ლიტერატურული პრემია)|საბა]] საუკეთესო რომანისთვის „პირველი ორი წრე"
* 2013 - [[საბა (ლიტერატურული პრემია)|საბა]] საუკეთესო რომანისთვის „[[მე ის ვარ]]"
* 2013 - [[საბა (ლიტერატურული პრემია)|საბა]] საუკეთესო რომანისთვის „[[მე ის ვარ]]"

== ცნობილი გამონათქვამები ==

* "ვის შეუძლია ჩასწვდეს ავტორის სტილს? ის ხომ მწერლის სულის წიაღიდან აღმოცენდება."


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

13:43, 19 თებერვალი 2020-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გელაშვილი.
ნაირა გელაშვილი
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი, 1947(1947-10-28) (76 წლის)
დაბადების ადგილი ნუკრიანი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა ენათმეცნიერი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი პროზა და პოეზია
Magnum opus ამბრნი, უმბრნი და არაბნი
ჯილდოები პრემია „საბა“, პრემია „საბა“ და გივი მარგველაშვილის პრემია
მეუღლე გივი მარგველაშვილი

ნაირა გელაშვილი (დ. 28 ოქტომბერი, 1947, სოფ. ნუკრიანი, სიღნაღის რაიონი) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკაკულტეტი 1970 წელს.

დაამთავრა ასპირანტურა დასავლეთ ევროპის და ამერიკული ლიტერატურის განხრით 1973 წელს. საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლის დირექტორი".

"კავკასიური სახლის" დამაარსებელმა, მწერალმა ნაირა გელაშვილმა, კარგად იცოდა, მარტო კალმით საქართველოში კომუნიზმის ეპოქის რეალურად დასრულებისათვის ბევრს ვერაფერს გააკეთებდა. ამისთვის სხვა ტიპის სამოქალაქო აქტივობა იყო საჭირო - იმ საქმის კეთება, რომელსაც შედეგად ქართულ საზოგადოებაში საერთო ევროპული ღირებულებების დამკვიდრება მოჰყვებოდა თან. ნაირა გელაშვილი ერთი იმ მცირეთაგანია, ვინც პოსტკომუნისტური ქვეყნის მოსალოდნელი საფრთხეები არა მხოლოდ იგრძნო და ამაზე ხმამაღლა საუბარს არ მოერიდა, არამედ, გადაწყვიტა, ემოქმედა.

1989-90 წლებში "კოლეგია" მწვანეთა მოძრაობის კოლექტიური წევრი გახდა. ზურაბ ჟვანიამ და ნაირა გელაშვილმა საერთო კავკასიური მოძრაობა დაიწყეს სახელწოდებით - "კავკასია ჩვენი საერთო სახლია". მათ კარგად ესმოდათ, რომ, თუნდაც ეკოლოგიური პრობლემების გამო, კავკასიის ხალხებს ცალ-ცალკე გადარჩენის პერსპექტივა ნაკლებად ჰქონდათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველაზე დიდ და საშიშ მეზობელთან, რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობაც. იმ დროსვე გამოქვეყნდა ნაირა გელაშვილის ესეი - "ეკოლოგია, ტექნოკრატია, პოეზია" - საბჭოეთისგან გათავისუფლებულ საქართველოში ახალი, ევროპული აზროვნების და ღირებულებების შემოტანის ყველაზე ხმამაღალი მცდელობა. ძალიან ბევრმა სწორედ ამ ესეს წაკითხვის შემდეგ გააცნობიერა ის საფრთხე, რომელიც ჩვენს პლანეტას ემუქრება.

მერე თბილისის ომიც დაიწყო. სმიროვების სახლი იმდროინდელ ბარბაროსობას, ძარცვას და დარბევას "კოლეგიის" თანამშრომლების თავდადებამ გადაარჩინა - მორიგეობით დარაჯობდნენ და შეუძლებელი შეძლეს - მუზეუმის არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა.

90-იან წლებში, მწერალთა კავშირისა და მრგვალი მაგიდის მეცადინეობით, კოლეგიას ჩამოერთვა და გაიყიდა მთავარი შენობა, სმირნოვების სახლსაც რესტორნად გადაქცევას უპირებდნენ, სწორედ ამას შეეწირა ოთარ ნოდიას სიცოცხლე. 1993 წელს "მხატვრული თარგმანისა და ურთიერთობების კოლეგიის" დირექტორი ნაირა გელაშვილი გახდა. ორგანიზაციას მხოლოდ სმირნოვისეული სახლი დარჩა, ისიც ავარიული, დანგრეული, გაყინული და ჩაბნელებული, როგორც იმდროინდელი თბილისური სახლების უმრავლესობა.

თსუ საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერტურის ისტორიის ლექტორი 1975-82წწ. მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის რედაქტორი 1982-93წწ. "კავკასიური სახლის" დირექტორი 1993 წლიდან. ჟურნალ "აფრას" დამფუძნებელი და რედაქტორი 1997 წლიდან. გაზეთ "ალტერნატივას" დამფუძნებელი და თანარედაქტორი 1998 წლიდან.

გამოცემული აქვს წიგნები: „მოთხრობები“, „დედის ოთახი“, „მთვარით განათებული ბაღი“, „ტრაგიკული გრადაცია“, „წინწკლების ქოხი“, „სარკის ნატეხები“, „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“, „მე ის ვარ“, და სხვა.

ნაწარმოებები

რომანები

მოთხრობების კრებულები

  • „მოთხრობები" 1983;
  • „მთვარით განათებული ბაღი" (1990);

პოეზია

  • „სიმშვიდის, მწუხარებისა და ნუგეშის შესახებ" (ოთხი პოემა. 1997)
  • „დრო, პური და ღვინო" (ლექსების, პოემებისა და სიმღერების კრებული. 2006)

ჯილდოები

ცნობილი გამონათქვამები

  • "ვის შეუძლია ჩასწვდეს ავტორის სტილს? ის ხომ მწერლის სულის წიაღიდან აღმოცენდება."

რესურსები ინტერნეტში