ამბრნი, უმბრნი და არაბნი
იერსახე
| „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“ | |
|---|---|
|
| |
| ავტორი | ნაირა გელაშვილი |
| ქვეყანა | საქართველოს სსრ |
| ენა | ქართული |
| ჟანრი | რომანი |
| გამოცემის თარიღი | 1982 |
| გვერდი | 168 |
| ISBN | 9789941210648 |
ამბრნი, უმბრნი და არაბნი — ქართველი ქალი მწერლის ნაირა გელაშვილის პირველი, 1982 წლის რომანი.
რომანის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთ-ერთი დაწესებულების თანამშრომლები დასასვენებლად „ხატობაზე“ შატილში მიდიან. მთხრობელი დაოჯახებული 42 წლის კაცია, რომელსაც დიდი სიყვარული თავის ცოლის მიმართ არ გააჩნია. ჯერ კიდევ ავტობუსში თავის თანამშრომლის ნაცნობს - მეგის (რომელიც ექსკურსიაზე გამოჰყვათ) არშიყს დაუწყებს. თუმცა, როცა შატილში ჩავლენ იქ სულ სხვა ქალი შეუყვარდება.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „მთხრობელი“ — მთავარი პერსონაჟი, მთხრობელი.
- „მერცია“ — ქალი, რომელსაც მთხრობელი შატილში გაიცნობს და შეუყვარდება.
- „იდა“ — მერციას მეგობარი.
- „ვაჟა“ — მთხრობელის მეგობარი და თანამშრომელი.