ტრაპიზონის წმინდა ევგენიოსის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
ხაზი 5: ხაზი 5:
| სურათი_ზომა =
| სურათი_ზომა =
| წარწერა =
| წარწერა =
| რუკა_ტიპი =
| რუკა_ტიპი = თურქეთი
| რუკა_ზომა =250
| რუკა_ზომა =250
| რუკა_წარწერა =
| რუკა_წარწერა =
| ადგილმდებარეობა =
| ადგილმდებარეობა =
| გეო = {{coord|41|00|04|N|39|43|20|E|}}
| რელიგიური_წევრობა =
| რელიგიური_წევრობა =
| წესჩვეულება =
| წესჩვეულება =
ხაზი 16: ხაზი 17:
| სტატუსი = უმოქმედო
| სტატუსი = უმოქმედო
| ფუნქციური_სტატუსი = მეჩეთი
| ფუნქციური_სტატუსი = მეჩეთი
| მემკვიდრეობითი_ადგილმდებარეობა =
| მემკვიდრეობითი_ადგილმდებარეობა = [[კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია|კონტანტინოპოლის საპატრიარქო]]
| ხელმძღვანელობა =
| ხელმძღვანელობა =
| საიტი =
| ხუროთმოძღვრება = დიახ
| ხუროთმოძღვარი =
| ხუროთმოძღვრული_ტიპი = [[ჯვარულ-გუმბათოვანი შენობა|ჯვარ-გუმბათოვანი]]
| ხუროთმოძღვრული_სტილი =[[ბიზანტიური არქიტექტურა|ბიზანტიური]]
| დეტალები = დიახ
| სიგრძე = 28 მ.
| სიგანე = 16 მ.
| სიმაღლე_მაქსიმალური = 11 მ.
| გუმბათის_რაოდენობა = 1
| მინარეთი_რაოდენობა = 1
| განედი = 41.001045
| გრძედი = 39.722108
| საერთო_მოიჯარე =
| ქვეყანა={{TUR}}
}}
}}
'''წმინდა ევგენიოსის ეკლესია''' ({{lang-el|Ο ναός του Αγίου Ευγένιου}}) — ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია [[თურქეთი|თურქეთში]], ქალაქ [[ტრაპიზონი|ტრაპიზონში]], რომელიც 1461 წელს [[ტრაპიზონის ალყა (1461)|ტრაპიზონის იმპერიის დაცემის]] შემდეგ, [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სულთანმა [[მეჰმედ II]]-მ (მმართ. 1444–1481) [[:en:New Friday Mosque|მეჩეთად]] ({{lang-tr|'''Yeni Cuma Camii'''}}, „ახალი პარასკევის მეჩეთი“) გადააკეთა, რადგან ეს იყო ადგილი სადაც მან ქალაქის დაპყრობის შემდეგ პირველად პარასკევის ნამაზი (ლოცვა) შეასრულა. ჰით ლოურის მოსაზრებით ეკლესია ფუნქციონირებას 1486 წლამდე განაგრძობდა.<ref>Trabzon's Yeni Cuma Camii. Why is it called this? Heath Lowry. Vol 3, 1975. p100</ref>
'''წმინდა ევგენიოსის ეკლესია''' ({{lang-el|Ο ναός του Αγίου Ευγένιου}}) — ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია [[თურქეთი|თურქეთში]], ქალაქ [[ტრაპიზონი|ტრაპიზონში]], რომელიც 1461 წელს [[ტრაპიზონის ალყა (1461)|ტრაპიზონის იმპერიის დაცემის]] შემდეგ, [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სულთანმა [[მეჰმედ II]]-მ (მმართ. 1444–1481) [[:en:New Friday Mosque|მეჩეთად]] ({{lang-tr|'''Yeni Cuma Camii'''}}, „ახალი პარასკევის მეჩეთი“) გადააკეთა, რადგან ეს იყო ადგილი სადაც მან ქალაქის დაპყრობის შემდეგ პირველად პარასკევის ნამაზი (ლოცვა) შეასრულა. ჰით ლოურის მოსაზრებით ეკლესია ფუნქციონირებას 1486 წლამდე განაგრძობდა.<ref>Trabzon's Yeni Cuma Camii. Why is it called this? Heath Lowry. Vol 3, 1975. p100</ref>
ხაზი 30: ხაზი 46:


== არქიტექტურა ==
== არქიტექტურა ==
ეკლესიის გეგმით ჯვარულია. გავრცელებული მოსაზრებით, თავდაპირველად ბაზილიკური იყო. ტაძრის სიგრძე 28 მეტრი, სიგანე 16 მეტრი, სიმაღლე კი 11 მეტრია.
ეკლესიის სიგრძე 28 მეტრი, სიგანე 16 მეტრი, სიმაღლე კი 11 მეტრია. გუმბათი აივნის გარეშე აღენიშნება. თავდაპირველადვე ეკლესია იყოფოდა სამ თაღოვან აფსიდებად, რომელიც არკით სრულდება. გვერდითი აფსიდები ცენტრალურთან შედარებით ვიწრო და დაბალია. სავარაუდოდ ცენტრალურ შესასვლელში ჰქონდა [[ნართექსი]], რომელიც თურქებმა დაანგრიეს და ფანჯარად გადააკეთეს. ეკლესიაში შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან მდებარეობდა. ფრესკები რომელიც ეკლესიას ამშვენებდნენ მოგვიანებით მტვერით და თურქული დეკორაციებით დაიფარა.

შენობას შეადგენს სამი [[ნავი (არქიტექტურა)|ნავი]], რომლებიც აღმოსავლეთით აფსიდებითაა დასრულებული. გვერდითი აფსიდები ცენტრალურთან შედარებით ვიწრო და დაბალია. ცენტრალური გარედან ხუთწახნაგაა, შიგნიდან კი ოვალური. სავარაუდოდ ცენტრალურ შესასვლელში ჰქონდა [[ნართექსი]], რომელიც თურქებმა დაანგრიეს და ფანჯარად გადააკეთეს. ეკლესიაში შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან მდებარეობდა. ფრესკები რომელიც ეკლესიას ამშვენებდნენ მოგვიანებით მტვერით და თურქული დეკორაციებით დაიფარა.


== იხილეთ აგრეთვე ==
== იხილეთ აგრეთვე ==

14:51, 13 სექტემბერი 2019-ის ვერსია

წმინდა ევგენიოსის ეკლესია
Ο ναός του Αγίου Ευγένιου
ტრაპიზონის წმინდა ევგენიოსის ეკლესია — თურქეთი
ტრაპიზონის წმინდა ევგენიოსის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°00′04″ ჩ. გ. 39°43′20″ ა. გ. / 41.00111° ჩ. გ. 39.72222° ა. გ. / 41.00111; 39.72222
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
პროვინცია ტრაპიზონის პროვინცია
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ფუნქციური სტატუსი მეჩეთი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა კონტანტინოპოლის საპატრიარქო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი
ხუროთმოძღვრული სტილი ბიზანტიური
დეტალები
სიგრძე 28 მ.
სიგანე 16 მ.
სიმაღლე (მაქს.) 11 მ.
გუმბათი 1
მინარეთი 1

წმინდა ევგენიოსის ეკლესია (ბერძ. Ο ναός του Αγίου Ευγένιου) — ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, რომელიც 1461 წელს ტრაპიზონის იმპერიის დაცემის შემდეგ, ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ II-მ (მმართ. 1444–1481) მეჩეთად (თურქ. Yeni Cuma Camii, „ახალი პარასკევის მეჩეთი“) გადააკეთა, რადგან ეს იყო ადგილი სადაც მან ქალაქის დაპყრობის შემდეგ პირველად პარასკევის ნამაზი (ლოცვა) შეასრულა. ჰით ლოურის მოსაზრებით ეკლესია ფუნქციონირებას 1486 წლამდე განაგრძობდა.[1]

ისტორია

ქალაქ ტრაპიზონის გეგმა, შუა საუკუნეები

არსებობს რამოდენიმე ვარაუდი, თუ როდის აიგო წმინდა ევგენიოსის ეკლესია. იოანე ქსიფილინის და იოანე ლაზაროპულოსის მტკიცებით წმინდა ევგენიოსის ეკლესია ან მონასტერი არსებობდა IX ან X საუკუნეშიც. სელინა ბალანსი ვარაუდობს, რომ აქ ეკლესია ჯერ კიდევ 1021/22 წელს აღიმართა, რომელიც 1223 წლამდე ფუნქციონირებდა. თავდაპირველი ნაგებობის დანგრევა 1222-23 წლის ტრაპიზონის ალყას უკავშირდება, ქალაქის წინააღმდეგობით განრისხებულმა სელჯუკმა სარდალმა ეკლესიის დარბევა ბრძანა, რა დროსაც განადგურდა ეკლესიის ზედა კედელი და იატაკი. აქედან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია, რომ თანამედოვე ნაგებობა სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ აიგო.[2] 1291 წელს ის ბაზილიკად გადაკეთდა. ჯორჯ ფინლი, რომელმაც ნაგებობა 1850 წელს მოინახულა, აცხადებს რომ ეკლესია 1340 წელს იმპერიაში არსებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად დაიწვა და ის ტრაპიზონის იმპერატორმა ალექსი III-მ (მმართ. 1349–1390) აღადგინა და გააფართოვა.[3] XI საუკუნეებში ევგენიოსის ეკლესია ცნობილი იყო არა მხოლოდ პონტოს რეგიონში, არამედ სრულიად აღმოსავლეთ საქრისტიანოში. XI საუკუნის პირველ ნახევარში ეკლესია ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II-მ (მმართ. 976–1025) მოილოცა.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ეკლესიაში საეკლესიო დღესასწაული ტარდებოდა წელიწადში ორჯერ: 21 იანვარს – წმინდა მოწამე ევგენიოსის დღესასწაული; და 24 ივნისს – ევგენიოსის დაბადების დღის აღნიშვნის დღესასწაული. ქრიზოსეფალოსის ეკლესიის მსგავსად, წმინდა ევგენიოსის ეკლესიის ეზოშიც ტარდებოდა ფორმალური ცერემონიები, როგორიცაა იმპერატორების კორონაცია და ქორწინებები. აქვე იმპერატორად ეკურთხა ალექსი III და ეს იყო ადგილი სადაც ის თეოდორა კანტაკუზენოსზე დაქორწინდა.

ეკლესიის საგანძურებიდან მხოლოდ რელიგიური ხელნაწერი გადარჩა, რომელიც დღეს ვეტოპედის მონასტერში ინახება.

არქიტექტურა

ეკლესიის გეგმით ჯვარულია. გავრცელებული მოსაზრებით, თავდაპირველად ბაზილიკური იყო. ტაძრის სიგრძე 28 მეტრი, სიგანე 16 მეტრი, სიმაღლე კი 11 მეტრია.

შენობას შეადგენს სამი ნავი, რომლებიც აღმოსავლეთით აფსიდებითაა დასრულებული. გვერდითი აფსიდები ცენტრალურთან შედარებით ვიწრო და დაბალია. ცენტრალური გარედან ხუთწახნაგაა, შიგნიდან კი ოვალური. სავარაუდოდ ცენტრალურ შესასვლელში ჰქონდა ნართექსი, რომელიც თურქებმა დაანგრიეს და ფანჯარად გადააკეთეს. ეკლესიაში შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან მდებარეობდა. ფრესკები რომელიც ეკლესიას ამშვენებდნენ მოგვიანებით მტვერით და თურქული დეკორაციებით დაიფარა.

იხილეთ აგრეთვე

გალერეა

სქოლიო

  1. Trabzon's Yeni Cuma Camii. Why is it called this? Heath Lowry. Vol 3, 1975. p100
  2. John Lazaropoulos, Synopsis, ll. 1319-1321; translated by Jan Olof Rosenqvist, The Hagiographic Dossier of St Eugenios of Trebizond in Codex Athous Dionysiou 154 (Uppsala: University Press, 1996), p. 319
  3. Byzantine Monuments and Topography of the Pontos. Dumbarton Oaks. p224.

რესურსები ინტერნეტში