შინაარსზე გადასვლა

სამოქალაქო ომი ტრაპიზონის იმპერიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სამოქალაქო ომი ტრაპიზონში)
ტრაპიზონის იმპერიის საზღვრები და მეზობელი სახელმწიფოები, 1400-იან წლები.

სამოქალაქო ომი ტრაპიზონის იმპერიაშიტრაპიზონის იმპერიაში მიმდინარე კონფლიქტთა სერია 1340-1349 წლებში.

აჯანყება ირინა პალეოლოგოსის წინააღმდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამოქალაქო ომი ტრაპიზონის იმპერიაში
თარიღი 6 აპრილი, 134017 ივლისი, 1341
მდებარეობა ტრაპიზონის იმპერია
შედეგი ანა კომნენოსის იმპერატორად კურთხევა
მხარეები
ამიძანტარები
(ბერძნული პარტია)
ჭანიხიტები, სქოლარები, მიზომატები, დორანიტები, კავასიტები, კომახინები, {{{link alias-s}}} დროშა საქართველოს სამეფო
მეთაურები
ირინა პალეოლოგოსი
იოანე ევნუხი
ანა კომნენოსი, სებასტოს ჭანიხიტი, კონსტანტინე დორანიტი

1340 წლის 6 აპრილს, ბასილი დიდი კომნენოსის გარდაცვალების შემდეგ ტრაპიზონის იმპერიის მმართველობა ხელში ჩაიგდო ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე III-ის არაკანონიერმა ქალიშვილმა, ირინა პალეოლოგოსმა. ირინა პალეოლოგოსი, ბასილის კანონიერი ცოლი, ეჭვმიტანილი იყო ბასილის მკვლელობაში.[1] ის წინასწარ ემზადებოდა მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის და ბასილის შვილები ირინა ტრაპიზონელისაგან, ალექსი III და კალო-იოანე, გაგზავნა კონსტანტინოპოლში და თავად ერთგული პარტიის მეშვეობით მალევე იმპერატორად ეკურთხა. ირინა მომხრეების, ამიძანტარების და სამხედრო და სამოქალაქო ელიტის წარმომადგენლების მეშვეობით იმპერიაში ძალაუფლების კონსოლიდაციას შეეცადა.

პალეოლოგოსის გამეფებამ ადგილობრივი ლაზური არისტოკრატიის უკმაყოფილობა გამოიწვია. ირინა პალეოლოგოსს აუჯანყდნენ ჭანიხიტები, სქოლარები, მიზომატები, დორანიტები, კავასიტები, კომახინები და სხვა საგვარეულოები. დაპირისპირებულ ბანაკებს განსხვავებული საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია ჰქონდათ.[2] ჩამოყალიბდა ორი ბანაკი:

აჯანყების ლიდერები თავდაპირველად იყვნენ დიდი სტრატოპედარხი სებასტოს ჭანიხიტი და კონსტანტინე დორანიტი. ეს უკანასკნელები საკუთარ თავს ადგილობრივი უფლების მცველებად მიიჩნევდნენ. მათთვის მიუღებელი იყო დედოფალი ირინას ძალაუფლებაში ყოფნა და მას ბიზანტიელ დამპყრობლად აღიქვამდნენ. თავიდან აჯანყებულები წმინდა ევგენიოსის მონასტერში გამაგრდნენ, რომელიც თანდათან აჯანყებულთა მთავარ ცენტრად გადაიქცა. ამავე დროს, იმპერატორმა ამიძანტარების მეშვეობით კონტროლი ქალაქის ნავსადგურსა და ციტადელზე დაამყარა. 1340 წლის 2 ივლისს დასრულდა, როდესაც ლიმნიის დიდი დუქსი იოანე ევნუხი, იმპერატორის მხარდასაჭერად კონსტანტინოპოლიდან ტრაპიზონში ჩავიდა. ის საიმპერატორო არმიას შეუერთდა და ერთობლივი ძალებით ცეცხლის ალში გახვიეს ევგენიოსის მონასტერი. აჯანყებულები დამარცხნენ, მათი ლიდერები დაატყვევეს და ლიმნიის ციხეში გამოკეტეს, მომდევნო წელს ზოგიერთი მათგანი სიკვდილით დასაჯეს.

ნათელი გახდა, რომ ძლიერი მეორე ნახევრის გარეშე, ირინა ვეღარ შეძლებდა პოზიციების დიდი ხნით შენარჩუნებას; ამ მოტივით ირინა აპირებდა ცოლად გაჰყოლოდა იმპერიის ერთ-ერთ მოხელეს, დიდ დომესტიკოსს, ტომით უცხოელს. ამის შემდეგ ის შეუდგა მოწინააღმდეგეების დევნას. სწორედ ეს მოვლენა გახდა მიზეზი მისი ძველი მოწინააღმდეგეებისთვის, რომლებმაც წინა აჯანყების შემდეგ ცოცხალი გადარჩნენ, ხელში ისევ აეღოთ იარაღი. ამის შემდეგ ტრაპიზონის სამეფო ტახტზე პრეტენზია განაცხადა ანა კომნენოსმა, რომელიც იმპერატორი ალექსი II-ის უფროსი ქალიშვილი და მოკლული იმპერატორის, ბასილი I-ის და იყო და ტახტზე მისი პრეტენზია ირინასთან შედარებით უფრო ლეგიმტიმური იყო. ანა კომნენოსი მონაზვნად იყო აღკვეცილი. ლაზურმა ოპოზიციამ დაარწმუნა ის, რომ გაეხადა სამონაზვნო სამოსი და ებრძოლა ტახტისთვის. ანა კომნენოსი თავდაპირველად გამაგრდა ლაზიის თემში და 1341 წლის 17 ივლისს, ადგილობრივი ლაზი მეომრებისა და საქართველოს მეფის გიორგი V ბრწყინვალის მხარდაჭერით აიღო ტრაპიზონი. ერთის მხრივ ამიძანტარების და მეორეს მხრივ ლაზთა და ჭანთა რჩეული და ასევე ტრაპიზონის იმპერიის მოსახლეობის სურვილით ის დედაქალაქში იმპერატორად აკურთხეს.[4][5]

აჯანყება ანა კომნენოსის წინააღმდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამოქალაქო ომი ტრაპიზონის იმპერიაში
თარიღი 30 ივლისი, 134022 დეკემბერი, 1349
მდებარეობა ტრაპიზონის იმპერია
შედეგი ალექსი III დიდი კომნენოსის იმპერატორად კურთხევა
მხარეები
ამიძანტარები სქოლარები, მიზომატები, დორანიტები
მეთაურები
ანა კომნენოსი იოანე III კომნენოსი
მიხეილ კომნენოსი
ალექსი III კომნენოსი
ქალაქ ტრაპიზონის გეგმა. (შუა საუკუნეები)

ამიძანტარების მიერ ძალაუფლების გამყარებამ, სქოლარები და სხვა მოწინააღმდეგე საგვარეულოები ძლიერ შეაშფოთა და მათ უკვე ახალი იმპერატორის დამხობისთვის დაიწყეს მზადება. 1341 წლის 30 ივლისს მიხეილ კომნენოსი ბიზანტიის იმპერატორის იოანე VI კანტაკუზენის მხარდაჭერით ნიკიტა სქოლართან და გრიგოლ მიზომატთან ერთად, ბიზანტიის სამხედრო ფლოტით, კონსტანტინოპილიდან ტრაპიზონის იმპერიაში ჩავიდა. ჩასვლის მიზანი ყოფილი იმპერატორის, ირინას ცოლად მოყვანა და მისი მეშვეობით იმპერიის ტახტის ხელში ჩაგდება იყო.[6] ტრაპიზონელი წარჩინებულები და მეტროპოლიტი აკაკი მიხეილს ზეიმით შეეგებნენ, ტახტის ახალმა პრეტენდენტმა ერთგულების ფიცი არისტოკრატიბისა და იმპერიის ზოგიერთი მოხელისგან მიიღო. რის შემდეგაც მათ მიხეილის ტრაპიზონის საიმპერატორო სასახლეში საკორონაციო ცერემონიისთვის მომზადება დაიწყეს. გამთენიისას სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, დედოფალი ანას მომხრეები მთელი ღამის განმავლობაში ემზადებოდნენ კონსტანტინოპოლიდან ახლად ჩამოსული ავანტიურისტების გეგმების აღსაკვეთავად. მათ შეიპყრეს მიხეილი და ჯერ უნიეს, შემდეგ ლიმნიის ციხესიმაგრეში დაატყვევეს. ლაზებმა ბიზანტიური ფლოტები შეიპყრეს და სამი დღის შემდეგ ირინა ფრანკთა ფლოტით კონსტანტინოპოლში გაგზავნეს. ლაზური არისტოკრატია მთელს იმპერიაში უკვე ერთადერთ ძალას წარმოადგენდა და იმპერატორი ანას მეშვეობით იმპერიის მართველობაშიც იღებდნენ მონაწილეობას.

ნიკიტა სქოლარმა, ბერძნული პარტიის მხედართმთავარმა, რომელიც ბიზანტიის იმპერიასთან პოლიტიკურ კავშირს განიხილავდა, როგორც საიმედო გარანტს ტრაპიზონში სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად, გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა მოწინააღმდეგე პარტიის დამარცხება. ნიკიტა სქოლარი კონსტანტინე და იოანე დორანიტებთან, ძმებთან გრიგოლ და მიხეილ მიზომატთან და სხვებთან ერთად, ვენეციური ფლოტით გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, სადაც მათ იოანე კომნენოს, ტრაპიზონის ყოფილი იმპერატორის მიხეილის ვაჟს შეხვდნენ და მას ტრაპიზონის იმპერიის ტახტი შესთავაზეს, რაზეც ეს უკანასკნელი უმალ დასთანხმდა. ექსპედიცია ბიზანტიის იმპერიის ყოველგვარი ღია მხარდაჭერის გარეშე განხორციელდა. 1342 წელს ისინი ტრაპიზონში დაბრუნდნენ. მეამბოხეებმა სასტიკი ბრძოლის შემდეგ 4 სექტემბერს აიღეს დედაქალაქი და დედოფალი ანა სასახლეში შეიპყრეს. მომავალში შესაძლო აჯანყებების ასაცილებლად ანა იქვე მოაშთვეს. 1342 წლის 9 სექტემბერს იოანე III კომნენოსი ხრისოკეფალოსის ეკლესიაში იმპერატორად აკურთხეს. სქოლარების პარტიამ, რომელიც იოანეს თავიდანვე უჭერდა მხარს, ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე ლაზური არისტოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ამიძანტარები, სიკვდილით დასაჯა.

ალექსი III და მისი მეუღლე თეოდორა კანტაკუზენი.

არისტოკრატები, რომლებმაც იოანე III ტახტზე აიყვანეს, თანდათან მის მიმართ უკმაყოფილებას იჩენდნენ. ნიკიტამ მიხეილი ლიმნიის ციხიდან გაათავისუფლა და 1344 წლის მაისში ის ტახტზე აიყვანა, ხოლო იოანე წმ. საბას მონასტერში ბერად აღკვეცა. სანაცვლოდ მიხეილმა ნიკიტას დიდი დუქსის ტიტული უბოძა და სქოლართა პარტიის დანარჩენი წევრებიც დააწინაურა. გრიგოლ მაზომატისს მიანიჭა დიდი სტრატოპედარხის ტიტული, ლეონ კავაზიტისს დიდი დომესტიკოსის, კონსტანტინე დორანიტს პროტოვესტიარიოსის, მის ვაჟიშვილ იოანეს ეპიკერნისის, იოანე კავაზიტისს დიდი ლოგარიასტის, მიქელ მიზომატისს ამირჩანტარიოსის, სტეფანე ჭანიხიტისს დიდი კონდოსტავლოსის. იმპერიის ორი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პარტია, რომლებიც ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული ლაზებისა და ბერძნებისაგან შესდგებოდა, აქტიურად ცდილობდა იმპერიის ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. მათი ეს დაპირისპირება იმპერიის მასშტაბით გაუთავებელ კონფლიქტების წყაროდ იქცა. მიხეილმა ძალაუფლებას ორივე პარტია ჩამოაშორა. ის განსაკუთრებულად გაუსწორდა ლაზური პარტიის წევრებს, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ბერძნულმა პარტიამ შეიტანა. ბერძნულმა პარტიამ საბოლოოდ მოახერხა იმპერიაში ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობის ხელში ჩაგდება და ძალაუფლების მონოპოლიზაცია.

სქოლარების დაწინაურებამ ტრაპიზონელი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც მალევე აჯანყდნენ ოლიგიარქიის წინააღმდეგ. 1345 წლის, ნოემბერში იმპერატორმა ნიკიტა, დიდი დომესტოსი მიზომატოსი და პარტიის სხვა წევრები დაატყვევა.[7] ხანში შესულმა იმპერატორმა მოგვიანებით ნიკიტა ისევ გაათავისულფა და 1349 წლის, 13 დეკემბერს თანამდებობაზეც აღადგინა. 22 დეკემბერს, ნიკიტა იმპერატორიის წინააღმდეგ აჯანყდა და ტახტზე იოანე, ბასილის ძე აიყვანა, რომელიც ტახტზე ალექსი III-ის სახელით ავიდა.

  1. Miller, W., „Trebizond. The Last Greek Empire“ გვ. 46 ლონდონი 1926 (ინგლისური)
  2. Λυμπερόπουλος, B., O Bυζαντινός Πόντος. H αυτοκρατορία της Tραπεζούντας (Αθήνα 1999), გვ. 138. (ბერძნული)
  3. Zehiroglu, Ahmet M.; „Trabzon Imparatorlugu“ გვ.159-210 2016, ISBN 978-605-4567-52-2 (თურქული)
  4. Bryer, A., “Some notes on the Laz and the Tzan" გვ. 161-168
  5. Bryer, A., People and Settlement in Anatolia and the Caucasus, 800-1900 გვ 174-195 VR, London 1988(ინგლისური)
  6. Χρύσανθος, μητροπολίτης Τραπεζούντος (Chrysanthos of Trebizond), "Η Εκκλησία της Τραπεζούντος" Αρχείον Πόντου 4-5, გვ. 241-242, 1933(ბერძნული)
  7. Miller, Trebizond, გვ. 53 (ინგლისური)