ასტროლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ფსევდომეცნიერება
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ასტროლოგია}}
{{ასტროლოგია}}
[[ფაილი:Astrological Glyphs-ka.svg|მინი|250პქ|[[პლანეტა|პლანეტების]] ასტროლოგიური სიმბოლოები]]
[[ფაილი:Astrological Glyphs-ka.svg|მინი|250პქ|[[პლანეტა|პლანეტების]] ასტროლოგიური სიმბოლოები]]
'''ასტროლოგია''' ({{lang-el|άστρον}} — ვარსკვლავი; {{lang-el2|λόγος}} — მოძღვრება) — [[ფორმალური მეცნიერებები|ფორმალური მეცნიერების]] დარგი, რომლის მიხედვით [[ციური სხეული|ციური სხეულების]], ძირითადად [[პლანეტა|პლანეტების]], [[ზოდიაქო|ზოდიაქოს ნიშნების]] და ე. წ. [[ასტროლოგიური სახლები]]ს დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის განსაზღვრა.
'''ასტროლოგია''' ({{lang-el|άστρον}} — ვარსკვლავი; {{lang-el2|λόγος}} — მოძღვრება) — [[ფსევდომეცნიერება]], რომელიც აცხადებს რომ [[ციური სხეული|ციური სხეულების]], ძირითადად [[პლანეტა|პლანეტების]], [[ზოდიაქო|ზოდიაქოს ნიშნების]] და ე. წ. [[ასტროლოგიური სახლები]]ს დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის განსაზღვრა.
ასტროლოგია შეიქმნა უძველეს წარსულში [[მესოპოტამია]]ში და შემდგომ განვითარდა [[ასურეთი|ასურეთში]], [[ბაბილონი|ბაბილონში]], [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[რომი|რომში]], [[ინდოეთი|ინდოეთში]], ასევე [[ისლამი|ისლამურ]] ქვეყნებსა და [[ევროპა]]ში.
ასტროლოგია შეიქმნა უძველეს წარსულში [[მესოპოტამია]]ში და შემდგომ განვითარდა [[ასურეთი|ასურეთში]], [[ბაბილონი|ბაბილონში]], [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[რომი|რომში]], [[ინდოეთი|ინდოეთში]], ასევე [[ისლამი|ისლამურ]] ქვეყნებსა და [[ევროპა]]ში.

მე-19 საუკუნის ბოლოდან მოხდა ასტროლოგიის მკაცრი გაანალიზება მეცნიერულად, როგორც თეორიული ასევე ექსპერიმენტული კუთხით, რამაც აჩვენა რომ ამ მოძღვრების ჭეშმარიტება მეცნიერულად არ დასტურდება, საბოლოოდ კი ასტროლოგიამ დაკარგა აკადემიური და თეორეტიკული სტატუსი. შესაბამისად, ოფიციალურ სამეცნიერი სფეროში ასტროლოგია კლასიფიცირებულია როგორც [[ფსევდომეცნიერება]] — რწმენა რომელიც არასწორად წარმოჩენილია როგორც მეცნიერული საფუძვლის მქონე.<ref>[https://en.wikipedia.org/wiki/Astrology], Astrology.</ref><ref>[https://philpapers.org/rec/THAWAI], Why Astrology is a Pseudoscience.</ref><ref>[https://www.britannica.com/topic/astrology], Astrology.</ref><ref>[https://plato.stanford.edu/entries/pseudo-science/], Science and Pseudo-Science.</ref><ref>[https://www.astrosociety.org/education/astronomy-resource-guides/astronomical-pseudo-science-a-skeptics-resource-list/], Astronomical Pseudo-Science: A Skeptic’s Resource List.</ref><ref>[https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0191886905004046], The relationship between date of birth and individual differences in personality and general intelligence: A large-scale study.</ref><ref>[https://www.cambridge.org/core/journals/proceedings-of-the-international-astronomical-union/article/astronomy-and-astrology/3171E9B009B4E8421B1913AC0A08AB32], Astronomy and astrology.</ref>



== ასტროლოგიის ისტორია ==
== ასტროლოგიის ისტორია ==
ხაზი 45: ხაზი 48:
== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://zodiaqo.blogspot.com/ ასტროლოგიური ბლოგი]
* [http://zodiaqo.blogspot.com/ ასტროლოგიური ბლოგი]

== სქოლიო ==
{{სქოლიო}}





07:51, 5 ივნისი 2019-ის ვერსია

ასტროლოგია
ისტორია
ასტროლოგიის ისტორია
ასტრონომიის ისტორია
ასტროლოგია და ასტრონომია
ტრადიციები
არაბული/სპარსული ასტროლოგია
ბაბილონური ასტროლოგია
ჩინური ასტროლოგია
ელინისტური ასტროლოგია
ინდური ასტროლოგია
დასავლური ასტროლოგია
კიდევ...
ჰოროსკოპული ასტროლოგიის
განშტოებები
ნატალური ასტროლოგია
არჩევითი ასტროლოგია
საათობრივი ასტროლოგია
პოლიტიკური ასტროლოგია
კიდევ...
კატეგორიები
ასტროლოგები
ასტროლოგია ტრადიციის მიხედვით
ასტროლოგია ტიპის მიხედვით
დაფა: იხ.  განხ.  რედ.
პლანეტების ასტროლოგიური სიმბოლოები

ასტროლოგია (ბერძ. άστρον — ვარსკვლავი; λόγος — მოძღვრება) — ფსევდომეცნიერება, რომელიც აცხადებს რომ ციური სხეულების, ძირითადად პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების და ე. წ. ასტროლოგიური სახლების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის განსაზღვრა. ასტროლოგია შეიქმნა უძველეს წარსულში მესოპოტამიაში და შემდგომ განვითარდა ასურეთში, ბაბილონში, საბერძნეთში, რომში, ინდოეთში, ასევე ისლამურ ქვეყნებსა და ევროპაში.

მე-19 საუკუნის ბოლოდან მოხდა ასტროლოგიის მკაცრი გაანალიზება მეცნიერულად, როგორც თეორიული ასევე ექსპერიმენტული კუთხით, რამაც აჩვენა რომ ამ მოძღვრების ჭეშმარიტება მეცნიერულად არ დასტურდება, საბოლოოდ კი ასტროლოგიამ დაკარგა აკადემიური და თეორეტიკული სტატუსი. შესაბამისად, ოფიციალურ სამეცნიერი სფეროში ასტროლოგია კლასიფიცირებულია როგორც ფსევდომეცნიერება — რწმენა რომელიც არასწორად წარმოჩენილია როგორც მეცნიერული საფუძვლის მქონე.[1][2][3][4][5][6][7]


ასტროლოგიის ისტორია

ასტროლოგიის მიმართულებები (ჰოროსკოპული ასტროლოგიის განშტოებები)

  • ნატალური ასტროლოგია, სიტყვასიტყვით დაბადების ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება (სფერო), რომელიც დაბადების მონაცემებზე (თარიღი, დრო, ადგილმდებარეობა) დაყრდნობით და ჰოროსკოპის შედგენის საფუძველზე, შეისწავლის ადამიანების ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მიდრეკილებებს, ინტერესებს, ცხოვრებისეულ გარემოებებს, ბედ–იღბალს და ა.შ.
  • წინასწარმეტყველური ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში მოსალოდნელ მოვლენებს განსაზღვრავს, მის მომავალს წინასწარმეტყველებს.
  • სინასტრიული ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც ინდივიდებს, ისე სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობებს შეისწავლის.
  • სამედიცინო ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც იკვლევს ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე წინასწარმეტყველებს მოსალოდნელ ავადმყოფობებს.
  • ჰორარული ასტროლოგია სიტყვასიტყვით შეკითხვითი ან საათობრივი ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც დასმულ კითხვას პასუხს სცემს (მისი არსია "კონკრეტულ კითხვაზე – კონკრეტული პასუხი").
  • ელექტიური ასტროლოგია — იგივე არჩევითი ასტროლოგია – ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც ამა თუ იმ საქმიანობისთვის ხელსაყრელ პერიოდს არჩევს.
  • მუნდანური ასტროლოგია — იგივე პოლიტიკური ან გეოგრაფიული ასტროლოგია – ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ქვეყნების, სოციალური ჯგუფების ურთიერთკავშირს, მის მომავალს წინასწარმეტყველებს.
  • ბიზნეს ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც აღწერს და პროგნოზირებს პროცესებს საქმიან სფეროში და ეკონომიკაში.
  • ეზოთერული ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც აღწერს ადამიანის სულიერ განვითარებას ასტროლოგიურ ჭრილში.
  • ასტრომეტეოროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის მოსალოდნელ ამინდს, ციური სხეულებისა და ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ადგენს ამინდის პროგნოზს.
  • სასოფლო–სამეურნეო ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც სასოფლო–სამეურნეო საქმიანობისთვის ხელსაყრელ პერიოდს არჩევს (ზოგი ასტროლოგი მას ელექტიური ასტროლოგიის ნაწილად მოიაზრებს).

ასტროლოგიის ტრადიციები

ჰოროსკოპი

ასტროლოგიური საქმიანობის ძირითად მეთოდად ითვლება ჰოროსკოპის შედგენა და მისი ინტერპრეტაცია. ჰოროსკოპი შეიძლება იყოს:

  • ნატალური - გამოითვლება ადამიანის დაბადების თარიღის, დროის და ადგილის დახმარებით. ნატალური ჰოროსკოპის მიხედვით ასტროლოგი პიროვნების ასტროლოგიურ პორტრეტს ადგენს (თუ რა თვისებები, მიდრეკილებები და პოტენციალი გააჩნია ადამიანს).
  • მუნდანური - გამოითვლება ქვეყნის (ქალაქის) დაარსების ან დამოუკიდებულობის მოპოვების თარიღის, დროის და ადგილის დახმარებით. მისი მიხედვით ასტროლოგს შეუძლია კონკრეტული ქვეყნის განვითარების, სასიკეთო პერსპექტივების ან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მიიღოს ინფორმაცია.
  • სინასტრიული - გამოითვლება ორი ადამიანის ნატალური ჰოროსკოპის ურთიერთშეჯერების შედეგად. ასტროლოგს მისი მიხედვით შეუძლია განსაზღვროს ორი ადამიანის ურთიერთშეთავსება - თუ რამდენად ჰარმონიული ან დისჰარმონიული შეთავსებაა (როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში).
  • სამედიცინო - ის დგება ადამიანის დაავადებების, ტრავმის მიღების დროისა და ადგილის დახმარებით. მისი მიხედვით ასტროლოგი ცდილობს განსაზღვროს ადამიანის ავადმყოფობის განვითარების ეტაპები და მიაგნოს მკურნალობის ყველაზე ოპტიმალურ მეთოდებს.
  • ჰორარული (საათობრივი) - ეს ჰოროსკოპი დგება კითხვის დასმის მომენტში და მისი დახმარებით ასტროლოგი ეძებს პასუხს დასმულ კითხვაზე.
  • ელექტიური (შერჩევითი) - ამ ჰოროსკოპის დახმარებით ასტროლოგი ცდილობს შეარჩიოს ამა თუ საქმიანობის დაწყებისთვის სასიკეთო პერიოდი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. [1], Astrology.
  2. [2], Why Astrology is a Pseudoscience.
  3. [3], Astrology.
  4. [4], Science and Pseudo-Science.
  5. [5], Astronomical Pseudo-Science: A Skeptic’s Resource List.
  6. [6], The relationship between date of birth and individual differences in personality and general intelligence: A large-scale study.
  7. [7], Astronomy and astrology.