კონსტანტინე ყიფიანი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით |
No edit summary |
||
ხაზი 34: | ხაზი 34: | ||
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]] |
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]] |
||
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]] |
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]] |
||
[[კატეგორია:დაბადებული 3 მარტი]] |
|||
[[კატეგორია:დაბადებული 1849]] |
[[კატეგორია:დაბადებული 1849]] |
||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 17 აპრილი]] |
|||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1921]] |
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1921]] |
12:23, 2 მარტი 2018-ის ვერსია
კონსტანტინე (კოტე) ყიფიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
3 მარტი, 1849 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
17 აპრილი, 1921 თბილისი |
პროფესია | მსახიობი, მწერალი, პუბლიცისტი, ლექსიკოგრაფი, საზოგადო მოღვაწე |
მეუღლე(ები) | ნინო ტატიშვილი |
შვილ(ებ)ი | არ ჰყავდა |
კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე ყიფიანი (დ. 3 მარტი, 1849, თბილისი — გ. 17 აპრილი, 1921, იქვე) — ქართველი მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართველი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ვაჟი.
ბიოგრაფია
სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ პეტერბურგისა და მოსკოვის სამხატვრო აკადემიებში, რომელიც დაამთავრა 1873 წელს. მას ცხოვრების ფართო ასპარეზი ჰქონდა გადაშლილი, მაგრამ მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის მძიმე ჭაპანი არჩია. სიყმაწვილიდან სცენამ გაიტაცა. თექვსმეტი წლისამ პირველად შეასრულა პაჟის როლი მოკიერის ცოლის შერთვევინებაში. აქედან მოყოლებული, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თეატრის სიყვარული არ განელებია, ბოლომდე დარჩა მისი ერტგული და უანგარო მსახური. იყო სახალხო თეატრის პირველი რეჟისორი და მსახიობი. კონსტანტინე ყიფიანს ეკუთვნის თეორიული ხასიათის ნაშრომეი თეატრსა და მსახიობის ოსტატობაზე. ის ასევე რმოდენიმე მოთხრობისა და ნარკვევის ავტორია. მის კალამს ეკუთვნის პიესები: „ბედი ქართლისა“, „ორი მამა“, „ცოტნე დადიანი“, „ბრძოლა“, „დატრიალდა ჯარა“. წერდა რუსულადაც: „ომი ოჯახში“, „გამარჯვება“, „საიდუმლოება“. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. უპირატესად თარგმნიდა მხატვრულ და პოლიტიკური ხასიათის ლიტერაურას, შეადგინა რუსულ-ქართული ბოტანიკური ლექსიკონი, რაც ჩვენი ეროვნული ლექსიკოგრაფიის ძვირფასი შენაძენია.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994