კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
აფხაზეთა სამეფოს მართველი დინასტიას პირობითად ეწოდება ანოსიდების დინასტია
217.147.235.30-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 22: ხაზი 22:
|ქორწინება =
|ქორწინება =
|შვილები = [[ბაგრატ II (აფხაზთა მეფე)|ბაგრატ II]]
|შვილები = [[ბაგრატ II (აფხაზთა მეფე)|ბაგრატ II]]
|დინასტია =[[ანოსიდები]]
|დინასტია =
|მამა =
|მამა =
|დედა =
|დედა =

14:25, 13 თებერვალი 2018-ის ვერსია

კონსტანტინე III
აფხაზთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 893
მმართ. დასასრული: 922
წინამორბედი: ბაგრატ I
მემკვიდრე: გიორგი II
გარდ. თარიღი: 922
შვილები: ბაგრატ II

კონსტანტინე III, კოსტანტი III, „აფხაზთა სამეფოს“ (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 893-922, ბაგრატ I-ის ძე. იბრძოდა სამეფო-სამთავროებს შორის ჰეგემონობის მოპოვებისა და საქართველოს გაერთიანებისათვის. 904 დაეუფლა ქართლს. მის წინააღმდეგ გაილაშქრეს სომეხთა მეფემ სმბატ I-მა და ქართველთა მეფემ ადარნასე II-მ. მათ ალყა შემოარტყეს უფლისციხეს და აიღეს. საზავო მოლაპარაკების დროს კონსტანტინე III შეიპყრეს. სმბატმა ის ანისის ციხეში დაამწყვდია, მაგრამ 4 თვის შემდეგ, იმის შიშით, რომ „აფხაზთა სამეფოს“ ტახტზე უფრო ძლიერ პიროვნებას დასვამდნენ, გაათავისუფლა. სმბატ I არაბებთან ურთიერთობის გამწვავების გამო დათმობაზე წავიდა, კონსტანტინე III-მ კვლავ მიიღო ქართლი. დასავლეთ საქართველოსა და სომხეთის მეფის ეს კავშირი კონსტანტინე III-ის სმბატის ასულზე დაქორწინებით განმტკიცდა. აბუ ლ-კასიმის მიერ სმბატ I-ის მოკვლისა (914) და სომხეთის აოხრების შემდეგ კონსტანტინე III-მ ჯერ ქართლში განიმტკიცა ხელისუფლება, შემდეგ მან და კახეთის ქორეპისკოპოსმა (მთავარი) კვირიკე I-მა ჰერეთი დაიპყრეს და გაინაწილეს. ამ დროიდან X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე საქართველოს სამეფო-სამთავროთა შორის ჰეგემონობა „აფხაზთა მეფის“ ხელში იყო.

საისტორიო წყაროები

„აბხაზთ მეფეთა ქრონიკის“ მიხედვით:

ვიკიციტატა
„ქ~კს: რკჱ: დასაბამითგან: ხფიბ: აქა კო(ნს)ან(ტი)ნე (გა)დაიცვა(ლა).“

თედო ჟორდანიას აზრით აღნიშნული თარიღი (ქორონიკონი 128 და დასაბამითგან 6384 წელი) — 809 წელია[1].

ლიტერატურა

სქოლიო

  1. თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. 1, გვ. 84
წინამორბედი:
ბაგრატ I
აფხაზეთის მეფე
893 - 922
შემდეგი:
გიორგი II


თარგი:აფხაზეთის მეფეები და მთავრები