საქართველოს გენერალური პროკურატურა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 142: ხაზი 142:
* მისამართი: ქ. გორი, გურამიშვილის ქ. N5
* მისამართი: ქ. გორი, გურამიშვილის ქ. N5
* ტელეფონი: (+995 32) 240 54 95
* ტელეფონი: (+995 32) 240 54 95
* ელ.ფოსტა: shtkeshelashvili@pog.gov.ge<ref>http://pog.gov.ge/geo/about/offices Pog.Gov.Ge</ref>
* ელ.ფოსტა: shtkeshelashvili@pog.gov.ge<ref>[http://pog.gov.ge/geo/about/offices Pog.Gov.Ge]</ref>


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

08:01, 24 ნოემბერი 2017-ის ვერსია

საქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა
უწყების შესახებ
წინამორბედი უწყება საქართველოს გენერალური პროკურატურა
მინისტრი თეა წულუკიანი
უწყების ხელმძღვანელი ირაკლი შოთაძე, საქართველოს მთავარი პროკურორი
უწყების ტიპი პროკურატურა
საიტი
საქართველოს მთავარი პროკურატურა

საქართველოს პროკურატურასაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. საქართველოს მთავარი პროკურატურის ძირითადი მიმართულებებია:

  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება;
  • ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;
  • სისხლის სამართლებრივ დევნა;
  • სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
  • თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების დაკავება, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების შეზღუდვის ან აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს;
  • სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა როგორც მხარე - სახელმწიფო ბრალდება;
  • დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებათას განხორციელების უზრუნველყოფა;
  • უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარება, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასჯელის მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემა და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემა;
  • „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მთავარი პროკურორის არჩევის წესი და კანონმდებლობა

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესების პროცესში ჩართულია როგორც საპროკურორო საბჭო, ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. საპროკურორო საბჭოსთან ერთად ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს ჩართულობა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესების პროცესში არსებითია, ვინაიდან ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის, როგორიც მთავარი პროკურორია, შერჩევა და თანამდებობიდან გათავისუფლება არ უნდა იყოს მხოლოდ ერთ რომელიმე პირზე ან ორგანოზე დამოკიდებული; პროცედურა მკაცრად უნდა იყოს გაწერილი და გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს. სწორედ ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს კანდიდატთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მთავარ პროკურორად დანიშნული პირის მიმართ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის არსებობას.[1]

მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებული პროცედურები იწყება მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე, ხოლო, თუ მთავარ პროკურორს უფლებამოსილება ვადის გასვლამდე შეუწყდა − უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

მთავარი პროკურორის არანაკლებ სამ კანდიდატურას (რომელთაგან ერთი მესამედი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის) ასახელებს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარე − იუსტიციის მინისტრი, რისთვისაც ეს უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში წინასწარ კონსულტაციებს გადის აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.[2]

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ ფარული კენჭისყრით. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, იუსტიციის მინისტრი ერთი კვირის ვადაში პირველად წარდგენისათვის დადგენილი წესით ასახელებს სხვა კანდიდატურებს.

საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურა იუსტიციის მინისტრის მიერ თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს მთავრობას, რომლის თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული კანდიდატურა ასარჩევად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. თუ მთავრობა თანხმობას არ განაცხადებს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა კანდიდატურას.

საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი მთავარი პროკურორის კანდიდატურა არჩეულად ჩაითვლება, თუკი მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ მთავარი პროკურორის კანდიდატურა ვერ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებული ახალი კანდიდატების მიმართ სრული პროცედურა თავიდან გამეორდება.[3]

საქართველოს გენერალური პროკურორები

2008 წლის 10 ოქტომბერს უწყება შეუერთდა იუსტიციის სამინისტროს.

საქართველოს მთავარი პროკურორები

საოლქო დანაწილება და ოლქის პროკურორები

ქ. თბილისის პროკურატურა

  • ქ. თბილისის პროკურორი - მიხეილ შაყულაშვილი
  • პროკურორის მოადგილე - გიორგი გაბოძე
  • პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი - მერაბ ჯერანაშვილი
  • მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
  • ტელეფონი: (32) 240 54 11, (+995 32) 240 54 12
  • ელ.ფოსტა: mshakulashvili@pog.gov.ge

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა

  • საოლქო პროკურორი - ავთანდილ კოჭლამაზაშვილი
  • პროკურორის მოადგილე - გიორგი ცხოვრებაძე
  • მისამართი: ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის N 20
  • ტელეფონი: (32) 240 55 55
  • ელ.ფოსტა: kochlamazashvili@pog.gov.ge

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა

  • საოლქო პროკურორი - მალხაზ კაპანაძე
  • პროკურორის მოადგილე -
  • მისამართი: ქ.ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა N 1
  • ტელეფონი: (+995 32) 2405631
  • ელ.ფოსტა: makapanadze@pog.gov.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა

  • რესპუბლიკის პროკურორი -
  • პროკურორის მოადგილე - ანზორ ლაცუზბაია
  • პროკურორის მოადგილე - პაატა ჯახუტაშვილი
  • მისამართი: ქ.თბილისი, გორგასლის ქ. N 24
  • ტელეფონი: (32) 240 59 48; (+995 32) 240 57 44
  • ელ.ფოსტა: pjakhutashvili@pog.gov.ge

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა

  • საოლქო პროკურორი - ლევან გეგეჭკორი
  • პროკურორის მოადგილე - დავით ჩხარტიშვილი
  • მისამართი: ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა N 17
  • ტელეფონი: (+995 32) 240 54 54
  • ელ.ფოსტა: lgegechkori@pog.gov.ge

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა

  • რესპუბლიკის პროკურორი - ლევან პაქსაშვილი
  • პროკურორის მოადგილე - ანზორ უსტიაძე
  • მისამართი: ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის N7
  • ტელეფონი: (32) 2 40 56 12
  • ელ.ფოსტა: lpaksashvili@pog.gov.ge

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა

  • საოლქო პროკურორი - ილია ჯალაღანია
  • პროკურორის მოადგილე - ზაზა წულაია
  • მისამართი: ქ. ზუგდიდი, სპირიდონ კედიას ქუჩა N 5
  • ტელეფონი: (+995 32) 240 56 96
  • ელ.ფოსტა: ijalaghania@pog.gov.ge

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა

  • საოლქო პროკურორი - შოთა ტყეშელაშვილი
  • პროკურორის მოადგილე - ზაზა მეტონიძე
  • მისამართი: ქ. გორი, გურამიშვილის ქ. N5
  • ტელეფონი: (+995 32) 240 54 95
  • ელ.ფოსტა: shtkeshelashvili@pog.gov.ge[4]

რესურსები ინტერნეტში

  1. მთავარი პროკურორის არჩევის წესი
  2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №185
  3. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
  4. Pog.Gov.Ge