აბაზა მეჰმედ-ფაშა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7: ხაზი 7:
[[კატეგორია:დაბადებული 1576]]
[[კატეგორია:დაბადებული 1576]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1634]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1634]]
[[კატეგორია:სიკვდილით დასჯილი ოსმალეთის დიდი ვეზირები]]
[[კატეგორია:ოსმალეთში მოღვაწე ქართველები]]
[[კატეგორია:ოსმალეთში მოღვაწე ქართველები]]

14:07, 19 აპრილი 2017-ის ვერსია

აბაზა მეჰმედ-ფაშა (თურქ. Abaza Mehmed Paşa; დ. 1576 — გ. 23 აგვისტო, 1634, სტამბოლი) — ოსმალეთის პოლიტიკური მოღვაწე, წარმოშობით ქართველი. სავარაუდოდ იგი ბავშვობაში მოიტაცეს აფხაზეთიდან და ოსმალეთში გაყიდეს ტყვედ. ამაზე მიუთითებს მისი სახელის შემდგენელი სიტყვა „აბაზა“ (აფხაზი). მან მაჰმადიანობა მიიღო და მალევე დაწინაურდა ოსმალეთის სამეფო კარზე. 1617 წელს დანიშნეს მარაშის ბეგლარბეგად, 1620 წელს არზრუმის ფაშობა უბოძეს. 1622 წელს აბაზა მეჰმედ-ფაშამ სულთან მუსტაფა I-ის (1617-1618, 1622-1623 წწ.) წინააღმდეგ დაიწყო აჯანყება, რომელიც 1628 წლამდე გაგრძელდა. აბაზა მეჰმედ-ფაშამ კავშირი გააბა კახეთის მეფე თეიმურაზ I-თან, რომელმაც გადაწყვიტა ჩაება იგი ანტიოსმალურ კოალიციაში. ირანის შაჰმა აბას I-მა მას შესთავაზა თავის მხარეზე გადასვლა, მაგრამ უარი მიიღო, თუმცა მისი დახმარებით ირანელებმა ოსმალთაგან გაათავისუფლეს ახალციხე. სულთნის დავალებით 1628 წელს დაატყვევეს და სტამბოლში გააგზავნეს. სულთანმა მურად IV-მ შეიწყალა და ბოსნიის ოლქის გამგებლად დანიშნა, შემდეგ კი ციხესიმაგრე ოჩაკოვის უფროსად. 1633 წელს აბაზა მეჰმედ-ფაშამ მონაწილეობა მიიღო პოლონეთის წინააღმდეგ ომში. ბოლოს, სასახლის კარის პოლიტიკური ინტრიგების შედეგად, 1634 წლის 24 აგვისტოს სიკვდილით დასაჯეს.

ლიტერატურა

  • სვანიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 10.
  • ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, წგნ. 2, თბ., 1986