ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
|||
ხაზი 80: | ხაზი 80: | ||
|- |
|- |
||
|align=center|1914–1919 |
|align=center|1914–1919 |
||
| colspan=5 | |
| colspan=5 |არ გათამაშდა [[პირველი მსოფლიო ომი]]ს გამო |
||
|- |
|- |
||
12:15, 15 აპრილი 2017-ის ვერსია
ქვეყანა | ინგლისი |
---|---|
დაარსდა | 1908 |
კლუბ. რაოდენობა | 2 |
მოქ. ჩემპიონი | „მანჩესტერ იუნაიტედი“ (21-ჯერ) |
ყველაზე ტიტულოვანი | „მანჩესტერ იუნაიტედი“ (21 ტიტული) |
საიტი | ოფიციალური |
ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი (ინგლ. FA Community Shield ან Charity Shield) — საფეხბურთო ჯილდო ინგლისში, რომელიც თამაშდება ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონსა და ინგლისის თასის მფლობელს შორის (თუ ამ ორივე ტურნირის გამარჯვებული ერთი გუნდია, მაშინ სუპერთასის მატჩში თამაშობს ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასული გუნდი). სუპერთასის მატჩი იმართება 1908–09 წლების სეზონიდან.
შეხვედრა იმართება ყოველი სეზონის დასაწყისში. 1974 წლიდან სუპერთასი რეგულარულად ტარდება უემბლიზე, გარდა 2001–2006 წლებისა, როდესაც უემბლის რეკონსტრუქციის გამო შეხვედრები გაიმართა მილენიუმზე, კარდიფში.
გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელმაც 21-ჯერ მოიგო ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „მანჩესტერ იუნაიტედი“.[1]
მატჩები
მატჩის ფრედ დამთავრების შემდეგ გუნდებმა გაიზიარეს ტიტული |
გამარჯვებულები
კლუბი | გამარჯვებული | დამარცხებული | გამარჯვებული (* გაზიარებული ტიტული) | დამარცხებული |
---|---|---|---|---|
მანჩესტერ იუნაიტედი | 21 | 9 | 1908, 1911, 1952, 1956, 1957, 1965*, 1967*, 1977*, 1983, 1990*, 1993, 1994, 1996, 1997, 2003, 2007, 2008, 2010, 2011, 2013, 2016 | 1948, 1963, 1985, 1998, 1999, 2000, 2001, 2004, 2009 |
ლივერპული | 15 | 6 | 1964*, 1965*, 1966, 1974, 1976, 1977*, 1979, 1980, 1982, 1986*, 1988, 1989, 1990*, 2001, 2006 | 1922, 1971, 1983, 1984, 1992, 2002 |
არსენალი | 14 | 7 | 1930, 1931, 1933, 1934, 1938, 1948, 1953, 1991*, 1998, 1999, 2002, 2004, 2014, 2015 | 1935, 1936, 1979, 1989, 1993, 2003, 2005 |
ევერტონი | 9 | 2 | 1928, 1932, 1963, 1970, 1984, 1985, 1986*, 1987, 1995 | 1933, 1966 |
ტოტენჰემ ჰოტსპური | 7 | 2 | 1921, 1951, 1961, 1962, 1967*, 1981*, 1991* | 1920, 1982 |
ჩელსი | 4 | 7 | 1955, 2000, 2005, 2009 | 1970, 1997, 2006, 2007, 2010, 2012, 2015 |
მანჩესტერ სიტი | 4 | 6 | 1937, 1968, 1972, 2012 | 1934, 1956, 1969, 1973, 2011, 2014 |
English Professionals XI | 4 | 2 | 1913, 1923, 1924, 1929 | 1925, 1926 |
ვულვერჰემპტონ ვანდერერსი | 4 | 1 | 1949*, 1954*, 1959, 1960* | 1958 |
English Amateurs XI | 2 | 4 | 1925, 1926 | 1913, 1923, 1924, 1929 |
ვესტ ბრომვიჩ ალბიონი | 2 | 2 | 1920, 1954* | 1931, 1968 |
ბარნლი | 2 | 1 | 1960*, 1973 | 1921 |
ლიდზ იუნაიტედი | 2 | 1 | 1969, 1992 | 1974 |
ნიუკასლ იუნაიტედი | 1 | 5 | 1909 | 1932, 1951, 1952, 1955, 1996 |
ბლექბერნ როვერსი | 1 | 3 | 1912 | 1928, 1994, 1995 |
ასტონ ვილა | 1 | 3 | 1981* | 1910, 1957, 1972 |
ვესტ ჰემ იუნაიტედი | 1 | 2 | 1964* | 1975, 1980 |
შეფილდ უენსდეი | 1 | 1 | 1935 | 1930 |
სანდერლენდი | 1 | 1 | 1936 | 1937 |
პორტსმუთი | 1 | 1 | 1949* | 2008 |
ლესტერ სიტი | 1 | 1 | 1971 | 2016 |
ნოტინგემ ფორესტი | 1 | 1 | 1978 | 1959 |
ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი | 1 | 0 | 1910 | |
ჰადერსფილდ თაუნი | 1 | 0 | 1922 | |
კარდიფ სიტი | 1 | 0 | 1927 | |
England World Cup XI | 1 | 0 | 1950 | |
ბოლტონ უონდერერსი | 1 | 0 | 1958 | |
დერბი ქაუნთი | 1 | 0 | 1975 | |
ქუინზ პარკ რეინჯერსი | 0 | 2 | 1908, 1912 | |
იპსვიჩ თაუნი | 0 | 2 | 1962, 1978 | |
ნორთჰემპტონ თაუნი | 0 | 1 | 1909 | |
სუინდონ თაუნი | 0 | 1 | 1911 | |
კორინთიანი | 0 | 1 | 1927 | |
პრესტონ ნორთ ენდი | 0 | 1 | 1938 | |
F.A. Canadian Touring Team | 0 | 1 | 1950 | |
ბლექპული | 0 | 1 | 1953 | |
FA Selected XI | 0 | 1 | 1961 | |
საუთჰემპტონი | 0 | 1 | 1976 | |
ქოვენტრი სიტი | 0 | 1 | 1987 | |
უიმბლდონი | 0 | 1 | 1988 | |
უიგან ათლეტიკი | 0 | 1 | 2013 |
რეკორდები
- სუპერთასის ყველაზე ტიტულოვანი გუნდები არიან: მანჩესტერ იუნაიტედი (17 ერთპიროვნული მოგება, 4 საერთო), ლივერპული (10 ერთპიროვნული მოგება, 5 საერთო) და არსენალი (13 ერთპიროვნული მოგება, 1 საერთო).
- უმაღლესი ანგარიშით სუპერთასში გაიმარჯვა მანჩესტერ იუნაიტედმა — 8–4 სუინდონ თაუნის წინააღმდეგ.
- ყველაზე ხანგრძლივად სუპერთასს ფლობდა ევერტონი — 1984-დან 1987 წლის ჩათვლით, თუმცა 1986 წელს იზიარებდა ლივერპულთან. მანჩესტერ იუნაიტედს აქვს სუპერთასის მატჩებში ზედიზედ დამარცხების რეკორდი (4), 1997–2001 წლებში. ამ პერიოდის განმავლობაში, იუნაიტედმა სუპერთასის მატჩში ითამაშა ზედიზედ 6-ჯერ, 1996-დან 2001 წლამდე, საიდანაც 2-ში გაიმარჯვა.
- ტოტენჰემის მეკარე პეტ ჯენინგსმა გაიტანა გოლი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ საკუთარი საჯარიმოდან 1967 წლის სუპეთასის მატჩში, რომელიც 3–3 დასრულდა.
- ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი არის ერთადერთი კლუბი, რომელმაც ისე მოიპოვა ინგლისის სუპერთასი, რომ არასოდეს მოუგია ჩემპიონატი ან ინგლისის თასი.