ბათუ კრავეიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მმ*|კრავეიშვილი}}
{{მმ*|კრავეიშვილი}}
'''ბათუ (ბართლომე) ირაკლის ძე კრავეიშვილი''' (დ. [[16 დეკემბერი]], [[1914]], [[სამტრედია]] — გ. [[14 ივნისი]], [[1970]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი (ბარიტონი), საქარელოს სახალხო არტისტი.
'''ბათუ (ბართლომე) ირაკლის ძე კრავეიშვილი''' (დ. [[16 დეკემბერი]], [[1914]], [[სამტრედია]] — გ. [[14 ივნისი]], [[1970]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სახალხო არტისტი.


==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==

09:44, 18 იანვარი 2016-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კრავეიშვილი.

ბათუ (ბართლომე) ირაკლის ძე კრავეიშვილი (დ. 16 დეკემბერი, 1914, სამტრედია — გ. 14 ივნისი, 1970, თბილისი) — ქართველი მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია

თავდაპირველად თბილისში პროფესორ ვ. ვრონსკისთან ეუფლებოდა ვოკალს, მაგრამ ისე მოხდა, რომ 1935 წელს დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი, თუმცა სცენაზე ფიქრი არ განელებია. საბოლოოდ სასწორმა ხელოვნებისაკენ გადასძლია. 1937 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია და იმავე წელს დებიუტი ჰქონდა თბილისის საოპერო სცენაზე, დაისში შეასრულა კიაზოს პარტია. 1939 წელს გაიმარჯვა კონკურსში და ჩაირიცხა მოსკოვის დიდი თეატრის დასში, სადაც წარმატებით იმღერა ჟერმონის, ელეცკის და სხვა პარტიები.

1941 წლიდან ბათუ კრავეიშვილი კვლავ თბილისშია მან განვლო დიდი და ნაყოფიერი შემოქმედებითი გზა — შექმნა მრავალი დასამახსოვრებელი საოპერო სახე. შეასრულა 42 წამყვანი საოპერო პარტია : კიაზო, მურმანი აბდუშაჰილი, გოჩა, თავადი იგორი, ელეცკი, ონეგინი, რობერტი, ჟერმონი, ამონასრო, სკარპია, ვალენტინი და სხვა.

ბ. კრავეიშვილმა კინოში სულ რამდენიმე სახე შექმნა: ლაზარია „დაკარგული სამოთხეში“ და კოტე „ქეთო დაკოტეში“.

დაჯილდოვებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის ორდენებიდ და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994