ჭექა-ქუხილი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
ჭექა-ქუხილიან დღეთა სიხშირით [[საქართველო]]ში პირველ ადგილზეა [[საქართველოს სამხრეთი მთიანეთი]] (წელიწადში საშუალოდ 50-56 დღე, მაქსიმალური — 82 დღე). |
ჭექა-ქუხილიან დღეთა სიხშირით [[საქართველო]]ში პირველ ადგილზეა [[საქართველოს სამხრეთი მთიანეთი]] (წელიწადში საშუალოდ 50-56 დღე, მაქსიმალური — 82 დღე). |
||
ჭექა-ქუხილი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანზე. ჭექა-ქუხილი უზარმაზარი ენერგიის მქონე გიგანტური |
ჭექა-ქუხილი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანზე. ჭექა-ქუხილი უზარმაზარი ენერგიის მქონე გიგანტური „ნაპერწკალია“. მას შეუძლია დააზიანოს ელექტროსადენები, გამოიწვიოს ხანძარი, დაარღვიოს კავშირგაბმულობა, გაანადგუროს ცოცხალი არსებები. დედამიწაზე ყოველწლიურად 100 მილიარდამდე ჭექა-ქუხილი და ელვა ვითარდება, რასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჭექა-ქუხილის დროს არ შეიძლება გაშლილ, ღია ადგილზე დგომა ან ცალკე მდგომი ხის თავშესაფრად გამოყენება. |
||
[[სურათი:Lightning3.jpg|thumb|200px]] |
[[სურათი:Lightning3.jpg|thumb|200px]] |
||
09:31, 16 აპრილი 2015-ის ვერსია
ჭექა-ქუხილი — ატმოსფერული მოვლენა, რომლის დროსაც სქელ გროვა-წვიმის ღრუბლებში და დედამიწის ზედაპირს შორის წარმოიქმნება ძლიერი ელექტრული განმუხტვა — ელვა, რომელსაც თან ახლავს ქუხილი. ამ დროს, ჩვეულებრივ, მოდის თავსხმა (ზოგჯერ სეტყვა), ძლიერდება ქარი.
განვითარების მიხედვით განარჩევენ შიგამასურსა და ფრონტულ ჭექა-ქუხილებს. ჭექა-ქუხილი დედამიწის სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა სიხშირით მეორდება: არქტიკაში რამდენიმე წელიწადში ერთხელ შეინიშნება, ზომიერ სარტყელში, ყოველ ცალკეულ პუნქტში წელიწადში ასეთია რამდენიმე ათეული დღე. ჭექა-ქუხულის მსოფლიო ცენტრებში (ინდონეზია, ცენტრალური ამერიკა და სხვა) ასეთ დღეთა რიცხვი წელიწადში 200-ზე მეტია.
ჭექა-ქუხილიან დღეთა სიხშირით საქართველოში პირველ ადგილზეა საქართველოს სამხრეთი მთიანეთი (წელიწადში საშუალოდ 50-56 დღე, მაქსიმალური — 82 დღე).
ჭექა-ქუხილი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანზე. ჭექა-ქუხილი უზარმაზარი ენერგიის მქონე გიგანტური „ნაპერწკალია“. მას შეუძლია დააზიანოს ელექტროსადენები, გამოიწვიოს ხანძარი, დაარღვიოს კავშირგაბმულობა, გაანადგუროს ცოცხალი არსებები. დედამიწაზე ყოველწლიურად 100 მილიარდამდე ჭექა-ქუხილი და ელვა ვითარდება, რასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჭექა-ქუხილის დროს არ შეიძლება გაშლილ, ღია ადგილზე დგომა ან ცალკე მდგომი ხის თავშესაფრად გამოყენება.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 391.