ჰიურემ სულთანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
46.49.54.38-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა George-09-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 9: ხაზი 9:
პოლონური ლიტერატურული ტრადიციის მიხედვით ჰიურემის ნამდვილი სახელია ალექსანდრა და იგი იყო როგატინის მღვდლის გავრილ ლისოვსკის შვილი<ref>Abbott E. A history of mistresses. — HarperFlamingoCanada, 2003. — 510 p. — P. 53.</ref>. ამ ვერსიას იზიარებდნენ საბჭოთა ისტორიკოსებიც<ref name="Смирнов"/><ref>Український радянський енциклопедичний словник: В 3-х т. Т. III. / За ред. М. Бажана. — 1-е вид. — Киев: Головна редакція Української радянської енциклопедії. — 1968. — С. 162.</ref><ref>Примітки. До стор. 425 // ''[[Крымский, Агафангел Ефимович|Кримський А. Ю.]]'' [http://chtyvo.org.ua/authors/Krymskyi_Ahatanhel/Tvory_v_piaty_tomakh_Tom_4.djvu Твори в п’яти томах. Т. 4: Сходознавство] / Ред. тому О. І. Ганусець. — Киев: Наукова думка, 1974. — 640 с. — С. 636.</ref><ref name="Гавришков"/>.
პოლონური ლიტერატურული ტრადიციის მიხედვით ჰიურემის ნამდვილი სახელია ალექსანდრა და იგი იყო როგატინის მღვდლის გავრილ ლისოვსკის შვილი<ref>Abbott E. A history of mistresses. — HarperFlamingoCanada, 2003. — 510 p. — P. 53.</ref>. ამ ვერსიას იზიარებდნენ საბჭოთა ისტორიკოსებიც<ref name="Смирнов"/><ref>Український радянський енциклопедичний словник: В 3-х т. Т. III. / За ред. М. Бажана. — 1-е вид. — Киев: Головна редакція Української радянської енциклопедії. — 1968. — С. 162.</ref><ref>Примітки. До стор. 425 // ''[[Крымский, Агафангел Ефимович|Кримський А. Ю.]]'' [http://chtyvo.org.ua/authors/Krymskyi_Ahatanhel/Tvory_v_piaty_tomakh_Tom_4.djvu Твори в п’яти томах. Т. 4: Сходознавство] / Ред. тому О. І. Ганусець. — Киев: Наукова думка, 1974. — 640 с. — С. 636.</ref><ref name="Гавришков"/>.


[[მიხეილ ორლოვსკი]]ს ვერსიის მიხედვით<ref>''Орловский М. Я.'' Роксолана или Анастасия Лисовская: Ист. повесть. — Каменец-Подольский: Тип. Подол. губерн. правления, 1883.</ref> იგი წარმოშობით იყო არა როგატინიდან, არამედ [[ჩემეროვცი]]დან ([[ხმელნიცკის ოლქი]])<ref>''Василевский М.'' [http://www.day.kiev.ua/145004/ Где родилась Роксолана?] // День: Ежедневная всеукраинская газета. — № 124, четверг, 14 июля 2005.</re
[[მიხეილ ორლოვსკი]]ს ვერსიის მიხედვით<ref>''Орловский М. Я.'' Роксолана или Анастасия Лисовская: Ист. повесть. — Каменец-Подольский: Тип. Подол. губерн. правления, 1883.</ref> იგი წარმოშობით იყო არა როგატინიდან, არამედ [[ჩემეროვცი]]დან ([[ხმელნიცკის ოლქი]])<ref>''Василевский М.'' [http://www.day.kiev.ua/145004/ Где родилась Роксолана?] // День: Ежедневная всеукраинская газета. — № 124, четверг, 14 июля 2005.</ref>.

[[ევროპა]]ში იგი ცნობილია როქსოლანას სახელით. ეს სახელი გამოიგონა [[ჰამბურგი]]ს ელჩმა [[ოსმალეთის იმპერია]]ში [[ოჟე გისლენ დე ბუსბეკი|ოჟე ბუსბეკმა]]. იგი ეფუძნება ცნობას, რომ ჰიურემი არის წარმოშობით დასავლეთ უკრაინიდან და უწოდა როქსოლანა, [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] მიწურულს ამ ტერიტორიაზე საკმაოდ პოპულარული სახელი, რომელიც მომდინარეობს [[როქსოლანები]]ს ტომის სახელწოდებიდან (აღნიშნული ტომები ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ [[შავი ზღვა|შავიზღვისპირეთში]] და [[დუნაი]]ს რეგიონში)<ref>Roxolana in European Literature, History and Culture / ed. by Galina I. Yermolenko. — New York: Ashgate Publishing, 2010.</ref>.


== სულთნის ცოლი ==
== სულთნის ცოლი ==

20:06, 16 იანვარი 2014-ის ვერსია

ჰიურემ სულთანი, იგივე როქსოლანა - XVI საუკუნის ნახატი

ჰიურემ სულთანი (ოსმ.  [خرم سلطان], თურქ. Hürrem Haseki Sultan), ევროპაში ცნობილია როგორც როქსოლანა (ლათ. Roxolana; ნამდვილი სახელი უცნობია, ლიტერატურული ტრადიციის თანახმად ნამდვილი სახელია ანასტასია ან ალექსანდრა გავრილის ასული ლისოვსკაია; დაახლ. 1502[1] ან დაახლ. 1505[2] — 15 ან 18 აპრილი 1558) — ოსმალეთის სულთნის სულეიმან I დიდებულის საყვარელი და შემდეგ მეუღლე, ჰასეკი, სულთან სელიმ II-ის დედა.

წარმომავლობა

ინფორმაციები ჰიურემის წარმოშობის შესახებ საკმაოდ წინააღმდეგობრივია. ჰიურემის ჰარემში მისვლამდე დოკუმენტური წყაროები ფაქტობრივად არ არსებობს. თუმცა საკმაოდ ბევრი ლეგენდა და ლიტერატურული ვერსია არსებობს მისი წარმოშობის შესახებ. ჰიურემის თანამედროვე ისტორიული დოკუმენტები არ შეიცავენ ცნობებს მისი ბავშვობის შესახებ და მხოლოდ მისი რუსული წარმომავლობის ხაზგასმით იფარგლებიან. XVI საუკუნის II ნახევარში, ლიტვის დიდი სამთავროს ელჩი ყირიმის სახანოში მიხალონ ლიტვინი, თავის 1548-1551 წლების მოგონებებში აღნიშნავს, რომ

ვიკიციტატა
„თურქეთის სულთნის საყვარელი მეუღლეც, მისი მემკვიდრის დედა გაიტაცეს ჩვენი მიწიდან[3][4].“

1621-1622 წლებში რეჩ პოსპოლიტას თურქეთში ელჩობის მონაწილე სამუილ ტვარდოვსკი არნიშნავს: მას თურქებმა უამბეს იმის შესხებ, რომ როქსალანა იყო მართლმადიდებელი მღვდლის შვილი როგატინიდან (ივანო-ფრანკოვსკის ოლქი, უკრაინა)[4].

პოლონური ლიტერატურული ტრადიციის მიხედვით ჰიურემის ნამდვილი სახელია ალექსანდრა და იგი იყო როგატინის მღვდლის გავრილ ლისოვსკის შვილი[5]. ამ ვერსიას იზიარებდნენ საბჭოთა ისტორიკოსებიც[1][6][7][2].

მიხეილ ორლოვსკის ვერსიის მიხედვით[8] იგი წარმოშობით იყო არა როგატინიდან, არამედ ჩემეროვციდან (ხმელნიცკის ოლქი)[9].

ევროპაში იგი ცნობილია როქსოლანას სახელით. ეს სახელი გამოიგონა ჰამბურგის ელჩმა ოსმალეთის იმპერიაში ოჟე ბუსბეკმა. იგი ეფუძნება ცნობას, რომ ჰიურემი არის წარმოშობით დასავლეთ უკრაინიდან და უწოდა როქსოლანა, XVI საუკუნის მიწურულს ამ ტერიტორიაზე საკმაოდ პოპულარული სახელი, რომელიც მომდინარეობს როქსოლანების ტომის სახელწოდებიდან (აღნიშნული ტომები ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში და დუნაის რეგიონში)[10].

სულთნის ცოლი

ყირიმელი თათრების მიერ ერთ-ერთი დარბევის დროს გოგონა ტყვედ ჩავარდა და რამდენიმე გაყიდვის შემდეგ აჩუქეს სულეიმან I-ს, რომელიც იმ პერიოდში იყო ტახტის მემკვიდრე და მანისეში ჰქონდა ჰარემი. არ არის გამორიცხული, რომ მას საჩუქარი მიუძღვნეს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად. ჰარემში როქსოლანას უწოდეს ჰიურემი. ამ პერიოდისათვის იგი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 15 წლის.

მცირე ხანში მან სულთნის ყურადღება მიიქცია. სულთნის საყვარელმა, პრინც მუსტაფას დედამ მაჰიდევრანმა მასზე ეჭვიანობაც კი დაიწყო. 1521-1531 წლებში ჰიურემსა და სულთანს შეეძინათ 6 შვილი: მეჰმედი, მიჰრიმაჰი, აბდულა, სელიმი, ბაიაზიდი და ჯიჰანგირი[11].

1534 წელს გარდაიცვალა სულთან სულეიმანის დედა აიშე ჰაფსა სულთანი. მისი გარდაცვალების შემდეგ როქსოლანა ოფიციალურად გახდა სულთნის მეუღლე.

მასზე შექმნილია უამრავი ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოები, დადგმულია რამდენიმე სპექტაკლი, გადაღებულია 3 სერიალი : „როქსოლანა“ (უკრაინა, 1996–2003 წწ.), „ჰიურემ სულთანი“ (უკრაინა 2008 წ.) და „დიდებული საუკუნე“ (თურქეთი, 2011–2013 წწ.)

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Смирнов Н. А. Россия и Турция в XVI—XVII вв. (в двух томах). — Т. 1: МГУ, 1946. — С. 60.
  2. 2.0 2.1 Гавришков Б. М. Славянская тематика в произведениях Лессинга // Советское славяноведение. — 1982. — № 6, ноябрь-декабрь. — С. 93. — ISSN 0132-1366
  3. МИХАЛОН ЛИТВИН, О НРАВАХ ТАТАР, ЛИТОВЦЕВ И МОСКВИТЯН
  4. 4.0 4.1 Yermolenko G. Roxolana: «The Greatest Empresse of the East» // The Muslim World. — 95. — 2. — 2005. — P. 231—248.
  5. Abbott E. A history of mistresses. — HarperFlamingoCanada, 2003. — 510 p. — P. 53.
  6. Український радянський енциклопедичний словник: В 3-х т. Т. III. / За ред. М. Бажана. — 1-е вид. — Киев: Головна редакція Української радянської енциклопедії. — 1968. — С. 162.
  7. Примітки. До стор. 425 // Кримський А. Ю. Твори в п’яти томах. Т. 4: Сходознавство / Ред. тому О. І. Ганусець. — Киев: Наукова думка, 1974. — 640 с. — С. 636.
  8. Орловский М. Я. Роксолана или Анастасия Лисовская: Ист. повесть. — Каменец-Подольский: Тип. Подол. губерн. правления, 1883.
  9. Василевский М. Где родилась Роксолана? // День: Ежедневная всеукраинская газета. — № 124, четверг, 14 июля 2005.
  10. Roxolana in European Literature, History and Culture / ed. by Galina I. Yermolenko. — New York: Ashgate Publishing, 2010.
  11. [Peirce L. P. The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. — New York: Oxford University Press, 1993 გვ. 60