ჯონ უმიწაწყლო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 13: ხაზი 13:
[[კატეგორია:დაბადებული 1167]]
[[კატეგორია:დაბადებული 1167]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1216]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1216]]
[[კატეგორია:ნორმანდიის ჰერცოგები]]


{{Link FA|en}}
{{Link FA|en}}

09:08, 7 ოქტომბერი 2013-ის ვერსია

მეფე ჯონ უმიწაწყლო

ჯონ უმიწაწყლო (ინგლ. John Lackland; ფრანგ. ean Sans Terre; დ. 24 დეკემბერი, 1167, ბომონის ციხესიმაგრე, ოქსფორდი — გ. 19 ოქტომბერი, 1216, ნიუარკის ციხე-სიმაგრე, ნოტინგემშირი) — ინგლისის პლანტაგენეტთა დინასტიის მეფე 1199-1216 წლებში. იგი ჰენრი II-ის უმცროსი ვაჟი იყო და ძმის რიჩარდ ლომგულის გარდაცვალების შემდეგ ავიდა ტახტზე. უმიწაწყლო უწოდეს, ვინაიდან მის დაბადებამდე მამამისმა უფროს ვაჟებს დომენებად გაუნაწილა საფრანგეთში არსებული ინგლისის სამფლობელოები.

1202-1204 წლებში საფრანგეთთან წარუმატებელ ომებში დაკარგა საფრანგეთში ინგლისის სამფლობელოების მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც პაპმა ინოკენტი III-მ კენტერბერის არქიეპისკოპოსად სტივენ ლენგტონი დანიშნა, ჯონ უმიწაწყლომ არ ცნო იგი, რამაც აშკარა კონფლიქტი გამოიწვია პაპსა და ინგლისის მეფეს შორის (1207 წელი). 1208 წელს პაპმა ინტერდიქტი დაადო ინგლისს, ხოლო 1209 წელს ჯონ უმიწაწყლო გადაყენებულად გამოაცხადა და მისი უფლებები საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტს გადასცა. 1213 წელს ჯონ უმიწაწყლო დაემორჩილა პაპს. ჯონ უმიწაწყლო ავიწროებდა ფეოდალებს, სასამართლოს გარეშე სიკვდილით სჯიდა ბარონებს, არღვევდა ფეოდალურ წეს-ჩვეულებებს, ზრდიდა სახელმწიფო გადასახადებს. ამან და საგარეო პოლიტიკურმა მარცხმა გამოიწვია ბარონთა აჯანყება (1215 წელი) ჯონ უმიწაწყლო იძულებული გახდა ხელი მოეწერა „თავისუფლების დიდი ქარტიისათვის“. შემდეგ კი უარი თქვა მის შესრულებაზე, რის გამოც 1216 წელს ბარონებმა დაიწყეს მის წინააღმდეგ ომი, რომლის დროსაც ჯონ უმიწაწყლო გარდაიცვალა.

ლიტერატურა

თარგი:Link FA