სხალტბის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის ტაძრები]] |
[[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის ტაძრები]] |
||
[[კატეგორია:მცხეთა-მთიანეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]] |
[[კატეგორია:მცხეთა-მთიანეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]] |
||
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]] |
12:35, 2 სექტემბერი 2013-ის ვერსია
სხალტბის ტაძარი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - აგურით ნაგები ერთნავიანი ეკლესია, რომელიც დგას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. სხალტბის დასავლეთით. სამხრეთი კარის თავზე მოთავსებული წარწერის თანახმად, ეკლესია 1669 აუშენებია ივანე ზედგინიძის ძეს სახლთუხუცეს შიოშსა და მის მეუღლეს თამარს. სამხრეთ კარიბჭის ერთ-ერთი სვეტის წარწერაში მოხსენიებულია ოსტატი სარქარი მელქან ფურცხვანიძე. ეკლესიის სამხრეთით ფასადის მხარეს მიშენებული აქვს 4 ისრული თაღით გახსნილი კარიბჭე, რომლის 3 რვაწახნაგა ბოძი შემკულია ჩუქურთმებით და ჯვრებით. მოჩუქურთმებულია აგრეთვე ლავგარდანიც. ეკლესია შიგნით სადაა, თაღები და გადამხური კამარა ისრული ფორმისაა, რაც გვიანდელი ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. თამარ მეფის დროს (1202) სხალტბიდან შიომღვიმის მონასტრისათვის გაიყვანეს წყალსადენი, რომელიც იმ დროისათვის რთულ ჰიდროტექნიკის ნაგებობას წარმოადგენდა.
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 628.