ისაყ I: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
მ removed Category:ქართველები using HotCat |
||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
* ''ლომსაძე შ.,''[[ქსე]], ტ. 5, გვ. 227, თბ. 1980 |
* ''ლომსაძე შ.,''[[ქსე]], ტ. 5, გვ. 227, თბ. 1980 |
||
[[კატეგორია:ქართველები]] |
|||
[[კატეგორია:ახალციხის ფაშები]] |
[[კატეგორია:ახალციხის ფაშები]] |
19:54, 30 აგვისტო 2013-ის ვერსია
ისაყ I ჯაყელი, ახალციხის ფაშა 1701-1745 დროგამოშვებით. მამა მცირეწლოვანს გარდაეცვალა და საფაშო ტახტი ბიძამ სალიმმა წაართვა. სალიმის გარდაცვალების შემდეგ (1701) ფაშობაზე პრეტენზია განაცხადა სალიმის შვილმა ასლანმა. ბიძაშვილთან ბრძოლაში ისაყ I-მა რამდენჯერმე დაკარგა საფაშო ტახტი. დაახლოებით 1718-იდან, ძალაუფლების საბოლოოდ განმტკიცების შემდეგ, იგი აქტიურად მონაწილეობდა 1723-1724 ოსმალთა მიერ ამიერკავკასიის ქვეყნების და კერძოდ, საქართველოს დაპრობაში. 1727, იესე მეფის გარდაცვალების შემდეგ, სულთანმა ისაყ I ქართლის მმართველად დაადგინა და კახეთის დაპყრობაც დაავალა. XVIII საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ ისაყ I-ს მორჩილებდა საკუთრივ საქართველო, ლორე, ყაზახ-შამშადილი, შაქი. ისაყ I დაპყრობილ მხარეებში ცდილობდა ოსმალურ სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შემოღებას და მაჰმადიანობის გავრცელებას. მის დროს გახშირდა ლეკიანობა, ტყვეებით ვაჭრობა, გაუკაცრიელდა სოფლები და მხარეები. 1735, როდესაც ოსმალობა ყიზილბაშობამ შეცვალა, ისაყ I თბილისიდან ახალციხეში ჩავიდა და სამემკვიდრო ტახტზე დაჯდა. 1737 ტახტი შვილს, იუსუფ III-ს დაუთმო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი 1744, ისაყ I მეოთხედ დაუბრუნდა ტახტს.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975
- ლომსაძე შ.,ქსე, ტ. 5, გვ. 227, თბ. 1980