ფრესკა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: stq:Fräsko
r2.7.3rc2) (ბოტის დამატება: nn:Freskomåleri
ხაზი 67: ხაზი 67:
[[mk:Фреска]]
[[mk:Фреска]]
[[nl:Fresco (schilderterm)]]
[[nl:Fresco (schilderterm)]]
[[nn:Freskomåleri]]
[[no:Freskomaleri]]
[[no:Freskomaleri]]
[[oc:Fresca]]
[[oc:Fresca]]

23:42, 4 მარტი 2013-ის ვერსია

სიქსტეს კაპელის ფრესკა ვატიკანში, რომი.

ფრესკა (იტალ. fresco — ახალი, ცინცხალი) — მხატვრობა ნედლ ბათქაშზე, კედლის მოხატვის ერთ-ერთი ტექნიკა, ა სეკოს საპირისპირო ტექნიკა (რომელიც მშრალ ზედაპრიზე სრულდება). გაშრობისას ბათქაშში არსებული კალკი წარმოქმნის კალციუმის თხელ გამჭვირვალე ფენას, რომელიც ფრესკას გამძლეობას ანიჭებს.

ამჟამდ ფრესკას უწოდებენ ნებისმიერი სახის კედლის მოხატულობას, განურჩევლად ტექნიკისა (ა სეკო, ტემპერა, ზეთით ან აკრილით ხატვა და მისთ.). ფრესკის ტექნიკის გამოსარჩევად ხშირად იყენებენ ტერმინს „წმინდა ფრესკა“.

ფრესკის ტექნიკის გაჩენის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა უკვე ეგეოსის კულტურის პერიოდში (ძვ. წ. II ათასწლეული) ამ ტექნიკას ფართო გამოყენება ჰქონდა. საჭირო მასალის ხელმისაწვდომობამ და ფერწერის ტექნიკის შედარებითმა სიმარტივემ, ასევე გამოსახულების შენახვის ხანგრძლივობამ განაპირობა ანტიკურ სამყაროში ფრესკული ფერწერის პოპულარობა. სავარაუდოდ იგივე მიზეზთა გამო, ქრისტიანულ ხელოვნებაში ფრესკა ტაძრების ქვის კედლების მოხატვის რჩეული საშუალება გახდა.

ძველი ფრესკა

ძველ საბერძნეთში, გარე და შიდა ფასადის დასაფარად გამოიყენებოდა ცაცხვის თაბაშირის რამდენიმე ფენა, რომელიც მზის სხივზე ბრწყინავდა. შემდგომში რომაელებმა ბერძნებისგან გადაიღეს კედლების თაბაშირით დაფარვა, შემდგომში წარმოიშვა სველზე შესრულებული ნაწერი რომელსაც ერქვა „უდო“(სველი) ცაცხვის თაბაშირი შვიდ ფენად იდებოდა, ქვედა ფენებზე სილას ამატებდნენ ხოლო ზედა ფენებში მარმარილოს პატარა კენჭებს. ფენებს რომ არ გასჩენოდა ბზარები, ხსნარში ამატებდნენ ცოტაოდენ წყალს, ყოველი ფენის დამატებით იგი სქელდებოდა. სრული გამაგრებისთვის ამატებდნენ რძეს, აგურის ნატეხებს და იშვიათ შემთხვევებში კანაფს. თაბაშირის რამდენიმე ფენა ხელს უშლიდა სწრაფად გაშრობას, რაც აძლევდათ საშუალებას დიდი ხანი ემუშავათ სველ ზედაპირზე. საღებავის დამაკავშირებელი ნივთიერებები დამოკიდბული იყო ფენებში გამოყეებულ პიგმენტებზე. ფრესკის გაშრობის შემდეგ მას უსმევდნენ ზეთის ნარევს და ახურებდნენ რომ თავი დიხხანს შეენახა.

ბიზანტიური ფრესკა

უძველესი ბიზანტიური ფრესკების შესრულებას აღწერს ხატმწერი დიონისია (XVII ს.) ფრესკების მაშტაბის გამო, ბიზანტიური სტილი მოითხოვდა დიდ დროს. თაბაშირის შრეები შემცირდა ორამდე, ხსნარში მარმარილოს პატარა ქვების ნაცვლად ქვედა ფენებში ჩალას ატანდნენ, ხოლო ზედა ფენებში სელსა და კანაფს, ისინი ნესტს კარგად იჭერდნენ. ბზარებისგან თავის დასაცავად იყენებდნენ კირის ხსნარს. თაბაშირის ზედა ფენა მთლიანად ერთ დროულად იფარებოდა, ადრეული მაგალითი ბიზანტიური ფრესკების (500–850 წლებში) შეინახა რომაულმა ეკლესიამ სანტა მარიამ. ამ ნახატის ზედაპირი ისევე იყო გაპრიალებული როგორც, ძველი რომაული ფრესკები, შემდგომში ბიზანტიელმა მხატვრებმა ამ ტექნიკაზე უარი თქვეს.

იტალიური ფრესკა

იტალიური ხატმწერა, როგორ სხვა დიდი ხანი მისდევდნენ ბიზანტიურ სტილს. მხოლოდ XIII საუკუნეში დაიწო თვით განვითარება. პირველად წმინდა ფრესკა აღწერა 1447 წელს ჩენინო ჩენინიმ. წმინდა ფრესკის ხელობა შესრულების დროში აგებს ხელობა „სეკოსთან“ მაგრამ ჯობნის მას ფერების სიმდიდრეში, იმიტომ რომ მშრალ თაბაშირზე დადებული საღებავი სწრაფად მაგრდება, შედარებით „სეკო“ სველზე შესრულებული უფრო დიდხანს ძლებს. ფრესკების ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს მცირეოდენი საღებავები, რომლებიც იმ დროისთვის იყო ცნობილი.

XVI საუკუნიდან იწყება წმინა ფრესკის დრო. ამ სტილში მუშაობდნენ ცნობილი მხატვრები: რაფაელი, მიქელანჯელო, ვაზარი, ტინტორეტო, ლუკა ჯორდანო. ამ დროისთვის თაბაშირის სისქე ძალიან თხელდება.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა