ა სეკო
იერსახე
ა სეკო (იტალ. a secco - მშრალზე), კედლის მხატვრობის ერთგვარი ტექნიკა. ფრესკისგან განსხვავებით ა სეკოს ხერხით ფერწერა შემშრალ ბათქაშზე ხდება მცენარეულ წებოში ან კვერცხში (იშვიათად კირში) გაზავებული საღებავებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975.