ავეტიქ ისააკიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის წაშლა: diq:Avetik İsahakyan
r2.7.1) (ბოტის დამატება: el:Αβεντίκ Ισαακιάν
ხაზი 22: ხაზი 22:
[[bg:Аведик Исаакян]]
[[bg:Аведик Исаакян]]
[[de:Awetik Issahakjan]]
[[de:Awetik Issahakjan]]
[[el:Αβεντίκ Ισαακιάν]]
[[en:Avetik Isahakyan]]
[[en:Avetik Isahakyan]]
[[eo:Avetik Isahakjan]]
[[eo:Avetik Isahakjan]]

09:09, 4 მარტი 2013-ის ვერსია

ავეტიქ სააკის ძე ისააკიანი (დ. 19 ოქტომბერი/31 ოქტომბერი, 1875, ღაზარაპატი, ალექსანდროპოლის მახლობლად — გ. 17 ოქტომბერი, 1957, ერევანი), სომეხი პოეტი. სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943).

ბიოგრაფია

1889-1892 წლებში სწავლობდა ეჩმიძიანის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ გაფიცვაში მონაწილეობისათვის. ჩამოვიდა თბილისში და ტრიალებდა თბილისის სომეხ მწერალთა წრეში (ჰოვანეს თუმანიანი, ღაზაროს აღაიანი და სხვები). 1892-1893 წლებში გამოაქვეყნა ლექსები თბილისში სომხურ ჟურნალში „ტარაზ“ („მოდა“). 1893-1895 წლებში ევროპაში იყო. ლექსების პირველმა კრებულმა „სიმღერები და ჭრილობები“ (1898, ალექსანდროპოლი) პოეტს საყოველთაო აღიარება მოუტანა. 1905-1907 წლების რევოლუციის დროს ისააკიანის ლექსებში მძლავრად აჟღერდა ეროვნული და სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივები, რის გამოც მეფის მთავრობის მიერ მრავალგზის იქნა რეპრესირებული. 1908 წელს მეტეხის ციხეში იჯდა. 1911 წლიდან დიდხანს ცხოვრობდა საზღვარგარეთ. 1936 წელს საბოლოოს დაბრუნდა საბჭოთა სომხეთში.

1909 წელს ჟურნალ „გეღარვესტში“ („ხელოვნება“) გამოაქვეყნა პოემა „აბუ-ლალამაარი“ (ცალკე წიგნად გამოვიდა კონსტანტინოპოლში 1911; ქართული თარგმანი 1929, 1963, 1968). ამ პოემაში პოეტმა მაღალმხატვრული ფორმით, ზოგად ფოილოსოსფიურ ასპექტში ასახა ადამიანთა საუკუნეობრივი ოცნევა და მისწრაფება ბედნიერებისა და ნეთელი მომავლისაკენ, გამოხატა პროტესტი არსებული სინამდვილისადმი. თავისი სულისკვეთებით იგი ენეთესავება ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანს“, ა. მიცკევიჩის „ფარისს“ და მსგავსს მხატვრულ ქმნილებებს. ჩაგრულთა დამცველი გმირის სახე შექმნა ისააკიანმა პოემაში „სასმა მჰერი“ (1919; ქართული თარგმანი 1939). გამოაქვეყნა ლექსებისა და მოთხრობების კრებული „მოთმინების ჩიბუხი“ (1928), ლექსთა ციკლები „ჩვენი ისტორიკოსები და ჩვენი გუსანები“ (1939), „ჩემს სამშობლოს“ (1940) და სხვა. დაუმთავრებელი დარჩა რომანი„უსტა კარო“. ლექსში „თავისუფლების ზარი“ (1905) მყინვარწვერისა და მასისის სახით სიმბოლურად წარმოადგინა ქართველი და სომეხი ხალხების ძმობა-მეგობრობა. მებრძოლი პათოსით დაწერილი ეს ლექსი სამოქალაქო ლირიკის საუკეთესო ნიმუშია. 1906 წელს ისააკიანმა გამოაქვეყნა მოთხრობა „შქრო ვალიშვილი“, რომლის გმირია მეფის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მებრძოლის ქართველი მშრომელი გლეხი. 1937 წელს გამოსცა პროზაული ნაწარმოები „ქართველი მგოსნის სიმღერა“. ამ ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა განახლებული საბჭოთა საქართველოა, ლაიტმოტივი — ქართველი და სომეხი ხალხების მეგობრობა. საქართველოს უძღვნა ისააკიანმა აგრეთვე ლექსი „თამარის სიმღერა“ (1943), წერილები „სიტყვა, თქმული საქართველოს სსრ მეწერალთა კავშირის რუსთაველისადმი მიძღვნილ პლენუმზე“ (1937), „სიტყვა, თქმული საიუბილეო ზეიმზე საქართველოს მწერალთა სასახლეში“ (1940) და სხვა.

1941-1945 წლებში გამოქვეყნებული ლექსებისათვის („საბრძოლო მოწოდება“, 1941; „ჩემი გული მწვერვალებზეა“, 1941; „ს.გ. ზაქიანის მარადიულ ხსოვნას“, 1942; „დიდი გამარჯვების დღე“, 1945) ისააკიანს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1946). ისააკიანი იყო სომხეთის სსრ II-IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მისი ნაწარმოებები თარმნილია მსოფლიოს ხალხთა ენებზე. სომეხმა ხალხმა ღვაწლმოსილ პოეტს ვარპეტი (ოსტატი) შეარქვა. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

  • არველაძე ბ., მეგობრობის ნათელი ფურცლები, თბ., 1975;
  • Ганаланян О. Т., Очерки армянской поэзии XIX-XX веков, 2 изд., Ер., 1964;
  • არველაძე ბ., ქსე, ტ. 5, გვ.226, თბ., 1980