ღაზაროს აღაიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღაზაროს აღაიანი

ღაზაროს აღაიანი (დ. 4 აპრილი/16 აპრილი, 1840, სოფ. ბოლნისი, ახლანდელი ბოლნისის რაიონი — გ. 20 ივნისი/3 ივლისი, 1911, თბილისი), სომეხი მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა თბილისში, ნერსესის სემინარიაში. 1867 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას საქართველოსა და სომხეთში. ავტორია ლირიკული ლექსებისა, პოემებისა („ტორქ ანგეღი“, 1888 და სხვა). საბავშვო ზღაპრებისა („ბებია გულნაზის ზღაპრები“, 1904) და სხვა. რომანში „ორი და“ (1872) ასახა XIX საუკუნის 60-70-იანი წლების სომხური სოფლის ცხოვრება, ძველი მეურნეობის რღვევა, გლეხობის გაღატაკება და ბობოლების მომძლავრება. მემუარულ თხზულებებში „ჩემი ცხოვრების მთავარი ამბები“ (ცალკე გამოცემა 1893) და „არათუნი და მანველი“ (1867) გამოხატულია მწერლის მოწინავე შეხედულებანი. თარგმნიდა ა. პუშკინისა და ი. კრილოვის ნაწარმოებებს. იბრძოდა განათლების დემოკრატიზაციისათვის, მოითხოვდა სკოლის განთავისუფლებას სამღვდელოების გავლენისაგან. იყო კ. უშინსკის მიმდევარი, იცავდა აღზრდის ხალხურობის პრინციპს. ავტორია სომხური ენის სახელმძღვანელოებისა („დედაენა“) და პედაგოგიური სტატიებისა.

ლიტერატურა[რედაქტირება]