ჯეიმზ კლარკ მაქსველი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: pms:James Clerk Maxwell; cosmetic changes
r2.7.2) (ბოტის დამატება: mr:जेम्स क्लार्क मॅक्सवेल
ხაზი 68: ხაზი 68:
[[ml:ജെയിംസ് ക്ലാർക്ക് മാക്സ്‌വെൽ]]
[[ml:ജെയിംസ് ക്ലാർക്ക് മാക്സ്‌വെൽ]]
[[mn:Жеймс Клерк Максвелл]]
[[mn:Жеймс Клерк Максвелл]]
[[mr:जेम्स क्लार्क मॅक्सवेल]]
[[ms:James Clerk Maxwell]]
[[ms:James Clerk Maxwell]]
[[my:ဂျိမ်းစ် မက်စ်ဝဲ]]
[[my:ဂျိမ်းစ် မက်စ်ဝဲ]]

02:40, 23 ოქტომბერი 2012-ის ვერსია

ჯეიმზ კლარკ მაქსველი - შოტლანდიელი ფიზიკოსი. დაიბადა 1831 წელს, გარდაიცვალა 1879 წელს, 47 წლისა.

ბიოგრაფია

მაქსველი მხოლოდ 14 წლის იყო, როდესაც ედინბურგის სამეფო საზოგადოების წინაშე გეომეტრიის შესახებ დაწერილი მისი ნაშრომის წარდგენა სთხოვეს, 24 წლისა კი აბერდინის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. ათი წლის შემდეგ სამსახურს თავი დაანება და მაგნეტიზმისა და ელექტრობის შესახებ თეორიების შესაქმნელადაც მოიცალა. 40 წლის მაქსველი კემბრიჯში ექსპერიმენტული ფიზიკის პირველ პროფესორად მიიწვიეს.


მეცნიერული მოღვაწეობა

რამდენიმე წლით ადრე, მაიკლ ფარადეი ძალწირის მქონე მაგნიტებსა და ელექტრულ ნაკადებზე საუბრობდა და ისინი გამოსახულიც ჰქონდა. მაქსველს ეს სმენოდა და მათ განსამარტავად თეორიაც შეიმუშავა. მან ივარაუდა, რომ თუ მაგნიტი წინ და უკან იმოძრავებდა, ტალღებს წარმოქმნიდა, რომლებიც ფარადეის მიერ ნახსენები ძალწირის მიმართულებას გაჰყვებოდნენ.

ამის შემდეგ მაქსველმა გასაოცარი დასკვნა გააკეთა: სინათლე, სინამდვილეში ძალწირის გასწვრივ გავრცელებული უდიდესი სიჩქარის ტალღებია. ამ ტალღებს მან ელექტრომაგნიტური ტალღები დაარქვე და თავისი აზრის სისწორეც დაამტკიცა. მისი გამოთვლების თანახმად, არსებობდა სხვა სახის, სინათლის ტალღაზე უფრო გრძელი და მოკლე ელექტრომაგნიტური ტალღებიც. მაქსველის სიცოცხლეში მათი აღმოჩენა არ მოხერხდა, მაგრამ ახლა ვიცით, რომ რადიოტალღები, ინფრაწითელე სხივები, ულტრაიისფერი სხივები, რენტგენის სხივები და გამა-სხივები ელექტრომაგნიტური ტალღების ოჯახს მიეკუთვნება.

თარგი:Link FA