გამყინვარების პერიოდი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 67: ხაზი 67:
[[lv:Ledus laikmets]]
[[lv:Ledus laikmets]]
[[lt:Ledynmetis]]
[[lt:Ledynmetis]]
[[hu:Jégkorszak]]
[[hu:Eljegesedés]]
[[ml:ഹിമയുഗം]]
[[ml:ഹിമയുഗം]]
[[ms:Zaman Air Batu]]
[[ms:Zaman Air Batu]]

17:28, 3 ივნისი 2011-ის ვერსია

დედამიწაზე გამყინვარების ანაბეჭდი (”თეთრი სივრცეები”)

გამყინვარების პერიოდიდედამიწის გეოლოგიური ისტორიის ხანგრძლივი ეტაპი, რომლის ფარგლებში მრავალგზის ვითარდებოდა დროის ძალზე ცივი პერიოდები (გამყინვარება), რომელსაც თან სდევდა მსხვილი კონტინენტური გამყინვარება; ამ უკანასკნელს ენაცვლებოდა დროის ისეთი მონაკვეთები, სადაც ფიქსირდებოდა გამყინვარებათშორისი ეპოქები, რომელსაც მოჰყვა კონტინენტური გამყინვარების მნიშვნელოვანწილად გალღობა. ამ პერიოდს მყინვარული ეპოქა ეწოდება. მყინვარული ეპოქა არის დედამიწის ისტორიის დროის მონაკვეთი, როდესაც ჰავის საერთო შეფარდებითი აცივების ფონზე ერთანეთს ენაცვლებოდნენ ძალზე ცივი, მყინვარული და შედარებით თბილი, გამყინვარებათშორისი დროის მონაკვეთები.

მსხვილი გამყინვარება იწყება 450 მლნ. წლის უკან გვიანდელ ორდოვიციულში. გვიანდელ ორდოვიციულში სამხრეთ პოლუსი იმყოფებოდა თანამედროვე საჰარის ტერიტორიაზე. აქვე განვითარდა დიდი სისქის გამყინვარება, რომლის მყინვართა ფარები სისქეში 2 კმ-ს აღწევდნენ. გამყინვარება საგრძნობლად ასიმეტრიული იყო და მოიცავდა სამხრეთ ნახევარსფეროს დიდ ტერიტორიას.

პლიოცენის დასაწყისში (5 მლნ. წლის უკან) დაიწყო დათბობა, რომელმაც გამოიწვია ანტარქტიდის ყინულოვანი ფარისა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მთის მყინვარების დნობა. დაახლოებით 3,3 და 3,2 მლნ. წლის უკან დაიწყო ახალი გლობალური აცივება, რომელიც ხასიათდებოდა კლიმატის არასტაბილური მკვეთრი ზრდით. ძლიერ აცივებას მოყვა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მყინვარული საფრების გაჩენა. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ოკეანის დონის ვარდნა, რასაც მოყვება

მყინვარული საფარი მაქსიმალური გამყინვარების პერიოდში

ხმელეთის მნიშვნელოვანი უბნების გაშიშვლება.

პლიოცენის დაწყებამდე ჩრდილოეთის ნახევარსფერო ყინულით დაუფარავი რჩებოდა, თუმცა შემდეგ გამყინვარება მაინც დაიწყო, ჯერ ლოკალურად ალასკაზე, შემდგომ პლიოცენში დაიწყო არქტიკის გამყინვარება.

პლეისტოცენში დედამიწა გამყინვარების ფაზაში უკვე შესული იყო. პლეისტოცენში დამახასიათებელია მყინვარული პერიოდის თანმიმდევრულად შედარებით თბილ გამყინვარებათშორისით შეცვლა. პლეისტოცენი შედგება გამყინვარების ოთხი პერიოდისაგან, რომელთაგან პირველი და მნიშვნელოვანია გიუნცური გამყინვარება (1,2-1,0 მლნ. წლის უკან).

გიუნცური აცივება დასრულდა გიუნც-მინდელური დათბობით (1,0-0,76 მლნ. წლის უკან), რომლის დროსაც ხმელთაშუა, შავ და ბერინგის ზღვებზე აღინიშნებოდა ტრანსგრესიები. შემდეგ დადგა მინდელური გამყინვარება (დაახლ. 790-580 მლნ. წლის უკან), რომელსაც გამყინვარების გაცილებით რთული ხასიათი ჰქონდა. მას მოყვა რისული გამყინვარება, რომელიც ვიურმული გამყინვარებით დაგვირგვინდა.

იხილეთ ასევე

ლიტერატურა

  • Полякова Л.С., Кашарин Д.В., Метеорология и климатология, М., 2004;
  • Хромов С.П., Петросянц М.А., Метеорология и климатология, М., 2001;
  • Josef Klostermann: Das Klima im Eiszeitalter. Schweizerbart, Stuttgart 1999. ISBN 3-510-65189-8
  • William Ruddiman: Earth’s climate, past and future. New York 2002. ISBN 0-7167-3741-8 (englisch)
  • Christian-Dietrich Schönwiese: Klima im Wandel. Tatsachen, Irrtümer, Risiken. Deutsche Verlagsanstalt, Stuttgart 1992. ISBN 3-421-02764-1
  • Roland Walter: Erdgeschichte – Die Entstehung der Kontinente und Ozeane. 5. Auflage. Walter de Gruyter, Berlin/New York 2003. ISBN 3-11-017697-1

რესურსები ინტერნეტში