შინაარსზე გადასვლა

სოლენტინამეს კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოლენტინამეს კუნძულები
მშობ. სახელი: ესპ. Solentiname

სოლენტინამეს კუნძულები (იისფრად)
გეოგრაფია
მდებარეობა ტბა ნიკარაგუა
კოორდინატები 11°06′30″ ჩ. გ. 84°55′54″ დ. გ. / 11.1085167° ჩ. გ. 84.9319222° დ. გ. / 11.1085167; -84.9319222
კუნძულთა რაოდენობა 36
მთავარი კუნძული მანკარონი
ფართობი 38 კმ²
უმაღლესი წერტილი 257 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 1000
სიმჭიდროვე 26,32 ად. /კმ²

სოლენტინამეს კუნძულები (ესპ. Solentiname) — არქიპელაგი ნიკარაგუის ტბის სამხრეთ ნაწილში, ნიკარაგუაში, რიო სან ხუანის დეპარტამენტში. ის შედგება ოთხი დიდი კუნძულისაგან, რომელნიც თითოეული რამდენიმე კილომეტრისაა, და 32 პატარა კუნძულისაგან. დიდი კუნძულების სახელებია (დასავლეთიდან სამხრეთის მიმართულებით): მანკარონსიტო, მანკარონი, სან ფერნანდო და ლა ვენადა. რაც შეეხება პატარა კუნძულებს მათ კლდოვანი კონცხები აქვთ, სადაც თავს აფარებენ წყლის ფრინველები. კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა. ყველაზე მაღალი წერტილი კუნძულებზე მდებარეობს კუნძულ მანკარონზე ზღვის დონიდან 257 მეტრ სიმაღლეზე. სოლენტინამეს კუნძულები არის ეროვნული ძეგლი. ისინი ნიკარაგუის დაცულ ტერიტორიებში არის გაერთიანებული.

საკამათოა თავად კუნძულის სახელწოდების წარმომავლობა. ერთი მოსაზრებით სახელი მომდინარეობს ნაუატის სიტყვიდან, რაც უნდა ნიშნავდეს "მწყერების საბუდარი". მეორე მოსაზრებით, გასაღები არის ნაუატის სიტყვა Celentinametl, რაც ნიშნავდა "უამრავი სტუმრის ადგილი".

არქიპელაგი ტროპიკული ბუნებითაა დაფარული. აქ ხარობს ტროპიკული ხეები, კლიმატი გარდამავალია სველიდან მშრალისკენ. არქიპელაგი არის საბინადრო არაერთი ფერადი ჩიტისა, მათ შორისაა თუთიყუშისნაირნი და ტუკანისებრნი. საერთო ჯამში კი მათი რიცხვი 76 აღწევს. კუნძულის წყლები მდიდარია თევზით. ლა ვენადას კუნძული ცნობილია თავისი ირმებით, რომლებსაც უწოდებენ venado (ესპანურად-ირემი). ნალექების წლიური რაოდენობა კუნძულებზე აღწევს 1400 დან 1800 მმ-ს. ნალექები ძირითადად მაისიდან დეკემბრამდე მოდის. საშუალო ტემპერატურა არის 26 °C.

სოლენტინამეს კუნძულები

კუნძულების მშვიდი და მრავადფერადი გარემო თავის ნაპირებთან იზიდავს მხატვრებსა და ხელოვანებს. არქიპელაგის მოსახლეობა 1000 კაცს აღწევს, ხოლო მისი ფართობი 38 კმ²-ს შეადგენს. ფუფუნების თანამედროვე საგნები, როგორიცაა ელექტრობა და მილსადენი, იშვიათობაა კუნძულზე.

სოლენტინამეს კუნძულები

მანკარონი არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია. ეს ის ადგილია, სადაც აღმოჩნდა მღვდლისა და პოეტის ერნესტო კარდენალის ისტორიული მრევლი. მამა კარდენალი კუნძულზე 1966 წელს ჩავიდა. 1970-იან წლებში დააარსა ხელოვანთა თემი, რომელიც დღემდე არსებობს. საზოგადოება განვითარდა თავისი პრიმიტივიზმით, რომელიც დაფუძნებული იყო ადგილობრივ ხალხურ ფორმებზე.

იქვე არის გალერეა, სადაც მხატვრები და ოსტატები გამოფენენ თავიანთ ნაშრომებს: ნახატებს, მოძრავ ქანდაკებებს, ამოკვეთილს ადგილობრივ მცენარე ბალსაზე.

გარდა ამისა, სოლენტინამეს კუნძულები არის ობიექტი ეკოტურიზმისა. თუმცა ისინი ჯერ კიდივ არ არის დაფასებული რიგიანად. კუნძულებზე მხოლოდ სამი სასტუმროა და ორი მათგანი ახალი გახსნილი. იქვე არის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლები (სან ფერნანდოს ნახატები), ლოს გუატუსოს თავშესაფარი, 400 კმ²-ის ფართობის მდინარის გასწვრივ არსებული ჭაობი. არქიპელაგი არის რეპტილიებისა და მაიმუნების სახლი.

კუნძულების სამეურნეო საქმიანობის პროდუქტი არის ავოკადო, ბამბა, ჯუნჯუთი, სიმინდი, ყავა და კაკაო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]