შინაარსზე გადასვლა

ნიკარაგუის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტბა ნიკარაგუა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკარაგუა (მრავალმნიშვნელოვანი).
ტბა ნიკარაგუა
Lago de Nicaragua
ვულკანი კონსეფსიონი კუნძულ ომეტეპეზე
ვულკანი კონსეფსიონი კუნძულ ომეტეპეზე
კოორდინატები: 11°37′ ჩ. გ. 85°21′ დ. გ. / 11.617° ჩ. გ. 85.350° დ. გ. / 11.617; -85.350
მდებარეობა ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
სიმაღლე ზღვის დონიდან 32 
ფართობი 8,264 კმ²
მოცულობა 108.00 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 28 
გამომდინარე მდინარე რიო სან ხუანი
ნიკარაგუის ტბა — ნიკარაგუა
ნიკარაგუის ტბა

ტბა ნიკარაგუა იგივე კოკიბოლკა ან გრანადა (ესპ. Lago de Nicaragua, Lago Cocibolca, Mar Dulce, Gran Lago, Gran Lago Dulce, ან Lago de Granada) — ტექტონიკური წარმოშობის ვრცელი მლაშე ტბა ნიკარაგუის ტერიტორიაზე. თავისი 8,264 კმ²-იანი ფართობით იგი, როგორც ნიკარაგუის, ისე ცენტრალური ამერიკის უდიდესი ტბაა. ხოლო მსოფლიოში სისიდით 21-ე. ზღვის დონიდან 32 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ტბა სიღრმით 28 მეტრისაა და მდინარე ტიპიტაპას საშუალებით ტბა მანაგუას უკავშირდება.

მდინარე რიო-სან-ხუანით ნიკარაგუის ტბა უკავშირდება კარიბის ზღვას. ტბის ნაპირებთან გაშენებულია ქალაქი გრანადა და წყნარ ოკეანესთან იმდენად ახლოსაა, რომ მისი სანაპიროებიდან ჩანს კუნძულ ომეტეპეს (ნიკარაგუის ტბის კუნძული) ვულკანური მთები. ნიკარაგუის ტბას აქვს კარიბის ზღვის მეკობრეთა თავდასხმის გამოცდილებაც, როდესაც ისინი თავს დაესხნენ ქალაქ გრანადას.

ნიკარაგუის ტბა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. პანამის არხის გაჭრამდე იგეგმებოდა ნიკარაგუის არხის მშენებლობა. მდინარე რიო-სან-ხუანის, ნიკარაგუის ტბისა და რივასის გეოგრაფიული ყელის გავლით ატლანტისა და წყნარი ოკეანეები დაუკავშირდებოდნენ ერთმანეთს. მაშინ ამ არხის მშენებლობის გეგმები ჩაიშალა, თუმცა დღემდე პერიოდულად წამოიჭრება ხოლმე აღნიშნული არხის გაყვანის საკითხი.

ნიკარაგუის ტბა, გარდა იმისა, რომ მტკნარი წყლის ტბაა, მასში ბინადრობენ ხერხთევზა, ტარპონი და ზვიგენი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნიკარაგუის ტბის ზვიგენი ენდემურ სახეობას მიეკუთვნება. 1960-იან წლებში, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ზვიგენები ხელოვნურად შეიყვანეს ტბაში. თუმცა, მოგვიანებით, ეს მოსაზრება უკუაგდეს, დადასტურდა რა, რომ ზვიგენებს შეეძლოთ რიო-სან-ხუანის (მდინარე, რომელიც ტბას მსოფლიო ოკეანესთან აკავშირებს) დინებაში ცურვა კალმახების მსგავსად. გარდა ამისა, ნიკარაგუის ტბაში კიდევ არაერთი სახეობის თევზი ბინადრობს.

ნიკარაგუელები ტბას Lago Cocibolca ან Mar Dulce-ს უწოდებენ (ლიტერატურულად ტკბილი ტბა. ესპანურად მტკნარი წყალი არის agua dulce). ტბას აქვს მოზრდილი ტალღები წყნარი ოკეანიდან მობერილი ქარის წყალობით. ტბაში არის ორი კუნძული - ომეტეპე და საპატერა, რომლებიც ვულკანური წარმოშობისაა ისევე, როგორც სოლენტინამეს არქიპელაგი. ტბაზე პერიოდულად მძლავრი შტორმები ხდება.

ბოლო 37 წლის განმავლობაში, აქტიურად შეისწავლიან და აკვირდებიან ნიკარაგუის ტბის ეკოლოგიურ მდგომარეობას. 1981 წელს, ნიკარაგუის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს ეროვნულმა ინსტიტუტმა შეისწავლა და დაასკვნა, რომ წყლის რესურსების ნახევარი დაბინძურებული იყო ჩამდინარე წყლით. ყოველდღიურად, 32 ტონა დაბინძურებული მასა ჩადიოდა ტბაში, რადგანაც მის ირგვლივ თავმოყრილია სამრეწველო საწარმოები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: