სერეტსე კჰამა
სერეტსე კჰამა | |
ბოტსვანის 1-ლი პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 სექტემბერი, 1966 – 13 ივლისი, 1980 | |
ვიცე-პრეზიდენტი | კეტუმილე ჯონი მასირე |
მემკვიდრე | კეტუმილე ჯონი მასირე |
დაბადებული | 1 ივლისი, 1921 სეროვე |
გარდაცვლილი | 13 ივლისი, 1980 (59 წლის) გაბორონე ბოტსვანა |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | რუთ კჰამა |
სერეტსე კჰამა (ინგლ. Sir Seretse Khama; დ. 1 ივლისი, 1921, სეროვე — გ. 13 ივლისი, 1980, გაბორონე, ბოტსვანა) — ბოტსვანის სახელმწიფო მოღვაწე და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი 1966-1980 წლებში ბამანგვატოს ტომის ბელადი.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საუნივერსიტეტო იურიდიული განათლება მიიღო სამხრეთ აფრიკის კავშირში, შემდეგ სწავლა განაგრძო ოქსფორდში (დიდი ბრიტანეთი).
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1961-1965 წლებში საკანონმდებლო საბჭოს წევრი და ბეჩუანალენდის აღმასრულებელი საბჭოს ორი აფრიკელი წევრიდან ერთ-ერთი იყო. 1962 წლიდან ბოტსვანის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გახდა, 1965-1966 წლებში კი ბეჩუანალენდის პრემიერ-მინისტრი იყო. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, 1966 წლის 30 სექტემბრიდან - გარდაცვალებამდე, 1980 წლის 13 ივლისამდე ბოტსვანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
მისი შვილი იან კჰამა 2008 წლის 1 აპრილს გახდა ბოტსვანის მეოთხე პრეზიდენტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://www.penguin.co.uk/nf/Author/AuthorPage/0,,1000054429,00.html?sym=QUE დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. .
- University of Botswana History Dept: Seretse Khama 1921-1980.
- Royalty in Botswana.
წინამორბედი: |
ბოტსვანის პრეზიდენტი 1966 – 1980 |
შემდეგი: კეტუმილე ჯონი მასირე |