სენტისი
იერსახე
სენტისი | |
---|---|
კოორდინატები: 47°14′57″ ჩ. გ. 9°20′36″ ა. გ. / 47.24917° ჩ. გ. 9.34333° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 2502 მ მ |
ქედი | აპენცელის ალპები |
სენტისი (გერმ. Säntis) — მთა შვეიცარიაში. აპენცელის ალპების უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 2502 მ. ადვილად გასასვლელია. გეოლოგიური თვალსაზრისით მიეკუთვნება ჰელვეციურ შარიაჟს. ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურა უდრის -1,9°С-სს. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 2487 მმ. ნალექები უმეტესად თოვლის სახითაა წარმოდგენილი. 1882 წელს გაიხსნა მეტეოროლოგიური სადგური.