აპენცელის ალპები
იერსახე
აპენცელის ალპები | |
---|---|
აპენცელის ალპები | |
კოორდინატები: 46°38′28″ ჩ. გ. 8°25′06″ ა. გ. / 46.64111° ჩ. გ. 8.41833° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
უმაღლესი წერტილი | სენტისი |
სიმაღლე | 2502 მ |
აპენცელის ალპები (გერმ. Appenzeller Alpen) — ქედი დასავლეთ ალპებში, შვეიცარიაში. მაქსიმალურ სიმაღლე 2502 მ (მთა სენტისი). სხვადასხვა მდინარეთა ხეობებით დაყოფილია ალპშტეინისა და ხურფირშტენის განშტოებებად. აპენცელის ალპები დასავლეთი ალპების ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი მონაკვეთია. ზოგიერთი ზონა აგებულია კირქვებით, რომელთანაც დაკავშირებულია მრავალრიცხოვანი ნაპრალების არსებობა. სენტისის კალთებზე ეშვება ორი მცირე მყინვარი. მთლიანობაში ქედზე 100-ზე მეტი პიკია. სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 419 მ სიმაღლეზე მდებარეობს ვალენზეეს ტბა (ფართობი დაახლოებით 25 კმ², სიღრმე 151 მ). ქედის ფარგლებში არის დაცული ტერიტორიები.
განვითარებულია ზამთრისა და ზაფხულის ტურიზმი, ალპინიზმი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „აპენცელის ალპები“ ვიკისაწყობში.
- აპენცელის ალპები (ინგლისური)