სენატის მოედანი
სენატის მოედანი (რუს. Сенатская площадь; 1923-2008 წლებში ეწოდებოდა დეკაბრისტების მოედანი) — სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი მთავარი მოედანი. მდებარეობს ალექსანდრეს ბაღის დასავლეთ ნაწილში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სენატის მოედანი ეწოდა მას შემდეგ, რაც მის ტერიტორიაზე განთავსდა სენატის სამთავრობო ქვედანაყოფი. სახელმწიფო საჭიროებისათის გამოიყენეს ვიცე-კანცლერ ბესტუჟევ-რიუმინის სახლი. ამჟამად შენობაში განთავსებულია რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლო.
სენატის მოედანი არის ქალაქის ყველაზე ძელი მოედანი. მისი ფორმირება დაიწყო 1704 წლიდან. თავდაპირველად ციხესიმაგრის მთავარი ნაწილი იყო მთავარი საადმირალოს მიმდებარედ. საადმირალო თავიდან ჩაფიქრებული იყო არა მხოლოდ როგორც ნავსადგური, არამედ როგორც ციხესიმაგრე.
სამხრეთ ნაწილში სენატის მოედანს ესაზღვრებოდა საადმირალოს არხი. როდესაც საადმირალომ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, ციხესიმაგრის ამ მთავარმა ნაწილმა მიიღო ქალაქის მოედნის სტატუსი. 1710 წელს აქ, მდინარე ნევის ნაპირებზე ააშენეს ისააკის ტაძრის პირველი ხის შენობა. მოგვიანებით იგი გადააკეთეს ქვის შენობად, თუმცა შენობამ დიდხანს ვერ იარსება ჭაობიანი სანაპიროს გამო და შედეგად ისააკის ტაძარი განათავსეს სენატის მოედნის მოპირდაპირე, სამხრეთის მხარეს.
მოედნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ინგლისის სანაპიროს კუთხესთან მდებარეობდა ფახვერკის სტილის სახლი — თავად მენშიკოვის სასახლე. თავადის გარდაცვალების შემდეგ იგი გადაეცა ვიცე-კანცლერ ანრდეი ოსტერმანს, ხოლო 1744 წელს — კანცლერ ალექსი ბესტუჟევ-რიუმინს. ახალი მფლობელისათვის აქ ააშენეს შენობა ბაროკოს სტილში. ეკატერინე II-ის ტახტზე ასვლის შემდეგ თორმეტი კოლეგიის შენობიდან ამ შენობაში გადაიტანეს სენატი. ამ მომენტიდან მოედანს ეწოდება ამჟამინდელი სახელი.
1782 წელს მოედანზე გახსნეს პეტრე I-ის ძეგლი („ბრინჯაოს მხედარი“). ამის შემდეგ მოედანს პეტრეს მოედანი უწოდეს, თუმცა პეტერბურგელებს შორის ეს სახელი ვერ დამკვიდრდა და კვლავ სენატის მოედანს უწოდებდნენ.
1874 წელს სენატის მოედანი გახდა ახლადაშენებული ალექსანდრეს ბაღის ნაწილი.
1925 წელს დეკაბრისტების აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით მოედანს მათი სახელი მიენიჭა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Канн П. Я. Площади революционных восстаний. — Л.: Лениздат, 1955. — С. 7—79. — 168 с. — (Исторические достопримечательности Ленинграда). — 30 000 экз. (обл.)
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 108—109. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 73—74. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 42. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.