სედანის ბრძოლა — ბრძოლა საფრანგეთის შალონის არმიასა და გერმანიის არმიებს შორის სედანის რაიონში. მიმდინარეობდა 1870 წლის 1-2 სექტემბერს საფრანგეთ-პრუსიის ომის (1870-1871 წწ.) დროს. 1870 წლის 1 სექტემბერს გერმანიის მესამე და მეოთხე არმიებმა ალყა შემოარტყეს საფრანგეთის შალონის არმიას. ერთდღიანი გააფთრებული ბრძოლის შემდეგ ფრანგებმა იარაღი დაყარეს. ტყვედ ჩავარდა ნაპოლეონ III, რომელმაც ხელი მოაწერა კაპიტულაციას. შალონის არმიის დამარცხებამ დააჩქარა ომის დასასრული საფრანგეთის მეორე იმპერიის კრახი.