სანტა-კლარა (კუნძული)
იერსახე
სანტა-კლარა (ესპ. Isla Santa Clara) — კუნძული წყნარ ოკეანეში, ხუან-ფერნანდესის არქიპელაგის უმცირესი კუნძული. ეკუთვნის ჩილეს. მდებარეობს რობინზონ-კრუზოს კუნძულიდან 1.5 კმ–ით სამხრეთით. კუნძული საკმაოდ მშრალია. კუნძულის ძირითად მცენარეულ საფარს წარმოადგენს პატარა ბუჩქნარი და ბალახეულობა.