სამია სულუჰუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამია სულუჰუ
სამია სულუჰუ
ტანზანიის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა18 მარტი, 2021
წინამორბედიჯონ მაგუფული

ტანზანიის მე-10 ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ნოემბერი, 2015 – 18 მარტი, 2021
პრეზიდენტიჯონ მაგუფული
წინამორბედიმოჰამედ ღარიბ ბილალი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2010 – 2015

დაბადებული27 იანვარი, 1960
ზანზიბარის სასულთნო
ეროვნებატანზანიელი
პოლიტიკური პარტიაჩამა ჩა მაპინდუზი
მეუღლეჰაფიდ ამეირი
შვილები4
საიტიhttp://samia.or.tz/

სამია სულუჰუ (დ. 27 იანვარი, 1960, ზანზიბარის სასულთნო) — ტანზანიელი პოლიტიკოსი, ჩამა ჩა მაპინდუზის პარტიის წევრი. ტანზანიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი, ტანზანიის პირველი ქალი პრეზიდენტი 2021 წლის 18 მარტიდან. 2010-2015 წლებში იყო პარლამენტის წევრი ქალაქ მაკუნდუჩიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამია სულუჰუ დაიბადა ზანზიბარის სასულთნოში, 1960 წლის 27 იანვარს. სწავლის დასრულების შემდეგ, 1977 წელს მუშაობა დაიწყო დაგეგმარებისა და განვითარების სამინისტროში. 1986 წელს დაასრულა მენეჯმენტის განვითარების ინსტიტუტი (ამჟამად მზუმბეს უნივერსიტეტი) და დაეუფლა საჯარო მმართველობის დიპლომს. 1992-1994 წლებში სწავლობდა მანჩესტერის უნივერსიტეტში და მიიღო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკაშია 2000 წლიდან, როდესაც აირჩიეს ზანზიბარის წარმომადგენელთა პალატის წევრად და პრეზიდენტ ამანი აბეიდ კარუმეს მთავრობაში მიიღო მინისტრის პორტფელი. 2010 წელს აირჩიეს ტანზანიის პარლამენტის წევრად მაკუნდუჩის საარჩევნო ოლქიდან, მიიღო ხმების 80 %.[1] პრეზიდენტმა ჯაკაია კიკვეტემ დანიშნა კავშირის საქმეების მინისტრად.[2]

2015 წელს მმართველი სოციალისტური პარტიის, ჩამა ჩა მაპინდუზის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯონ მაგუფულიმ დაასახელა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად. [3], მათმა ტანდემმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში.[4] 2021 წლის 18 მარტს, ჯონ მაგუფულის გარდაცვალების შემდეგ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია.[5]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს ცოლად გაჰყვა ჰაფიდ ამეირის. მათ ჰყავთ 4 შვილი.[6]. მათი მეორე შვილი ვანუ ჰაფიდ ამეირი არის ზანზიბარის წარმომადგენელთა პალატის წევრი[7].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mwakyusa, Alvar (18 September 2014). „Tanzania: Samia Suluhu Hassan – a Tough Journey From Activism to Politics“. AllAfrica. ციტირების თარიღი: 16 November 2016.
  2. „Tanzania: History Made as Samia Picked Running Mate“. AllAfrica. 13 July 2015. ციტირების თარიღი: 16 November 2016.
  3. CCM [ccm_tanzania]. (12 July 2015) Mgombea mwenza Urais 2015 wa Mhe. John Pombe Magufuli ni.. Swahili. ციტირების თარიღი: 12 July 2015
  4. Kalinaki, K. Daniel (30 October 2015). „CCM's John Magufuli declared Tanzania fifth president“. The East African. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 31 October 2015.
  5. „John Magufuli: Tanzania's president dies aged 61 after health rumours“. BBC News. 17 March 2021.
  6. Mwakyusa, Alvar (18 September 2014). „Samia Suluhu Hassan: A tough journey from activism to politics“. Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 12 August 2015.
  7. Member Profile: Wanu Hafidh Ameir. Zanzibar House of Representatives. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 12 August 2015