შინაარსზე გადასვლა

სამედ მარდანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამედ მარდანოვი
მშობლიური სახელი Səməd Mərdanov
დაბადების თარიღი 22 სექტემბერი, 1909
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 6 აგვისტო, 1939 (29 წლის)
ბაქო
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
პროფესია კინორეჟისორი

სამედ აშუმ-ოღლუ მარდანოვი (აზერ. Səməd Haşım oğlu Mərdanov; დ. 22 სექტემბერი, 1909, ტფილისი — გ. 6 აგვისტო, 1939, ბაქო) — აზერბაიჯანელი საბჭოთა კინორეჟისორი. მსახიობ მუსტაფა მარდანოვის ძმა.[1]

სამედ მარდანოვი დაიბადა 1909 წლის 22 სექტემბერს ქალაქ ტფილისში. 1935 წელს დაამთავრა საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. იყო გამოჩენილი საბჭოთა რეჟისორის სერგეი ეიზენშტეინის მოწაფე და ერთ-ერთი პირველი აზერბაიჯანელ კინორეჟისორთა შორის, რომლებმაც პროფესიული განათლება მიიღეს. მარდანოვის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა აზერბაიჯანული ეროვნული კინოხელოვნების განვითარებაზე.[1]

სამედ მარდანოვი არის პირველი აზერბაიჯანული ხმოვანი კინოფილმის და ერთ-ერთი პირველი საბჭოთა კინოკომედიის „ლურჯი ზღვის პირას“ რეჟისორი (1936, დამდგმელი რეჟისორი ბორის ბარნეტი, კინოსტუდია „აზერფილმისა“ და „მეჟრაბლომფილმის“ (მოსკოვი) ერთობლივი ნაწარმოები). მარდანოვის მიერ 1939 წელს გადაღებული ისტორიულ-რევოლუციური ფილმი „კენდლილიარი“ (ეკრანებზე გამოვიდა 1940 წელს) აზერბაიჯანული კინოს „ოქროს ფონდშია“ შეტანილი. ამ ფილმმა აზერბაიჯანულ კინოში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სოციალისტური რეალიზმის განმტკიცებაში.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Мәрданов Мустафа һашым оғлу // Азербайджанская советская энциклопедия / Под ред. Дж. Кулиева. — Б.: Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1982. — Т. VI. — С. 519—520.