სამების ციხესიმაგრე
სამების ციხესიმაგრე რუს. Троицкая крепость | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′18″N 38°57′00″E / 47.205° ჩ. გ. 38.95° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დაწყების თარიღი | 1698 |
დასრულების თარიღი | 1709 |
სამების ციხესიმაგრე (რუს. Троицкая крепость) — რუსეთის იმპერიის საფორტიფიკაციო ნაგებობა. მდებარეობდა აზოვის ზღვის სანაპიროზე, ტაგან როგის კონცხის დაბოლოებაზე. ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო 1698 წელს და ძირითადი სამუშაოები დასრულდა 1709 წელს. სამების ციხესიმაგრის დაარსებიდან სათავეს იღებს ტაგანროგის ისტორიაც.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამების ციხესიმაგრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1698-1711 წლების პერიოდში. პირველად რუსეთის იმპერიის ქალაქთმშენებლობის ისტორიაში, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, გამოიყო ადგილი და დაიწყო ქალაქ ტროიცკის მშენებლობა[1]. ციხესიმაგრე შენდებოდა ინჟინერ ფონ ბორგსდორფის პროექტის მიხედვით, რომლის პროექტიც პეტრე I-ის პირადი ბრძანებით მნიშვნელოვნად შეასწორა რეიონოლდ ტრუზინმა. მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულდა 1709 წლის გაზაფხულზე[1].
სამების ციხესიმაგრე მდებარეობდა ტაგანროგის კონცხის დასასრულში. ციხის კედლები იყო 8 მეტრის სიმაღლისა და კედლის გარშემო 5 მეტრის სიმაღლის ორმო იყო გარშემოვლებული[1].
ციხესიმაგრის კედელთან აშენდა ძლიერი თავდაცვითი ხაზი: სამი ბასტიონი, ორი ნახევარბასტიონი, სამი რეაველინი. ციხესიმაგრეს ორი კარი ჰქონდა — ჩრდილოეთისა (მოსკოვის, მთავარანგელოზის) და სამხრეთის (საზღვაო, ნიკოლსკის) — ორივე კარგად დაცული. ალყის შემთხვევაში დამატებითი თავდაცვითი საშუალება იყო 40 მეტრი სიგანისა და 5 მეტრი სიღრმის თავდაცვითი თხრილი, რომელიც გათხრილი იყო კედლის მთელ სიგრძეზე.
ციხესიმაგრის შიგნით აგებული იყო: მეფის სასახლე, ქალაქის ბინები, სამების ეკლესია, საწყობები, მაღაზიები, ჭები და სხვ.
ოსმალეთის იმპერიასთან დადებული პრუტის სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით სამების ციხესიმაგრე მთლიანად დაანგრიეს 1711-1712 წლებში[1]. მისი კვლავ აღორძინება შესაძლებელი გახდა 1769-1770 წლებში, მაგრამ ყირიმის რუსეთთან შერტების შემდეგ, 1783 წლიდან ციხესიმაგრემ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და გაუქმდა ეკატერინე II-ის ბრძანების საფუძველზე, ხოლო აზოვის ფლოტილიის გემები გაიგზავნა სევასტოპოლში[1].
მოგვიანებით ტაგანროგი განვითარდა როგორც სავაჭრო პორტი. ციხესიმაგრე გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებით და საბოლოოდ მოხდა მისი დემონტაჟი[1]. ციხესიმაგრის ერთადერთი ნაგებობა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია არის პეტრეს ყაზარმები, რომელიც მდებარეობს ციხესიმაგრის პირველი შესახვევის ნომერ 46-ში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Петровские укрепления Миусского полуострова / Под. ред. И. Е. Павленко. — Таганрог: Изд-во Таганрогского института им. А. П. Чехова, 2014. — 184 с. — ISBN 978-5-87976-902-9.