პავლოვის ციხესიმაგრე
პავლოვის ციხესიმაგრე რუს. Павловская крепость | |
---|---|
კოორდინატები | 47°16′14″N 38°49′50″E / 47.270556° ჩ. გ. 38.830556° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დაწყების თარიღი | 1701 |
პავლოვის ციხესიმაგრე (რუს. Павловская крепость) — რუსეთის იმპერიის საფორტიფიკაციო ნაგებობა. სამხედრო საინჟინრო ხელოვნების უნიკალური ნიმუში. ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო 1701 წელს მიუსის ლიმანის შესართავთან, სოფელ გაევკის მიდამოებში. მდებარეობს თანამედროვე ქალაქ ტაგანროგიდან 2 კილომეტრში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პავლოვის ციხესიმაგრე დაარსდა 1697 წლის ივლისში ავსტრიელი ინჟინერის ანტონი ლავალის მიერ აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარე პეტრუშინის ცელაზე, მაგრამ 1698 წლის მარტში მშენებლობა შეწყდა. 1701 წელს კი მშენებლობა დაიწყო ახალ ადგილზე. მიუსის ლიმანის შესართავთან, ზუსტად იმ ადგილზე სადაც დღეს სოფელი გაევკა მდებარეობს[1].
რუსეთის პირველი სახმელეთო საფორტიფიკაციო ნაგებობა დააპროექტეს ზუსტი საინჟნრო მათემატიკური გათვლების შედეგად. დაგეგმარების მიხედვით ციხესიმაგრე იყო ოთკუთხა ფრომის, რომლის სიგრძე იყო 237, ხოლო სიგანე - 80 მეტრი. ციხესიმაგრეს შემორტყმული ჰქონდა მიწაყრილი. მოგვიანებით ციხის მსგავსი გამაგრება საფუძვლად დაედო რუსეთის სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობებსაც, მათ შორის სანქტ-პეტერბურგის პეტრე-პავლეს ციხესიმაგრესა და დიმიტრი როსტოველის ციხესიმაგრეს, რომელმაც სათავე დაუდო დონის როსტოვის არსებობას.
პავლოვის ციხესიმაგრე კეტავდა პეტროვსკის თავდაცვით ხაზს დასავლეთიდან. ციხესიმაგრის გარნიზონი მოითვლიდა 500 კაცს. შედიოდა სამების ციხესიმაგრის თავდაცვის მეორე ხაზში სტეპის მხრიდან[1].
მთლიანად დაანგრიეს 1711 წელს ოსმალეთთან დადებული პრუტის სამშვიდობ ხელშეკრულების თანახმად[1].
1736 წელს პავლოვის ციხესიმაგრეში განთავსდა ფელდმარშალ პეტრე ლასის ძალები[1].
ამჟამად ციხესიმაგრის ნანგრევები მდებარეობს სოფელ გაევკის მიდამოებში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Павловская крепость на сайте «Донские зори»
- Павловская крепость на сайте «Ростовский берег»
- Современные фотографии Павловской крепости в презентации Антона Карсакова
- Павловская крепость на Викимапии
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Клеопатро Н. М., Киричек М. С., Назаренко И В. Павловская крепость // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 537. — ISBN 978-5-88040-064-5.