ტაგანროგის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაგანროგის სამების ეკლესია

სამების ეკლესია 1900 წელს

ტაგანროგის სამების ეკლესია — რუსეთი
ტაგანროგის სამების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1698-1884

ტაგანროგის სამების ეკლესია (რუს. Троицкая церковь) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ერთ-ერთი პირველი ნაგებობა მომავალ ციხესიმაგრეში ტაგან როგის კონცხზე. ეკლესიამ მოქმედება დაიწყო 1699 წლის 1 სექტემბერს[1]. ეს ეკლესია თავის დროზე განსაზღვრავდა ტაგანროგის სილუეტს ზღვის მხრიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცირე და დაუსახლებელ მიწის ნაგლეჯზე, რომელსაც აზოვის ზღვა ესაზღვრებოდა, რუსეთის მეფემ პეტრე I-მა, ხელმძღვანელობდა რა რუსეთის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ააგო საზღვაო ციხესიმაგრე[2]. მომავალი ციხესიმაგრის ერთ-ერთი პირველი ნაგებობა იყო ეკლესია, რომელიც უკვე 1699 წლის 1 სექტემბერს შეუდგა მოქმედებას. მას ჰქონდა წმინდა სამების სახელობის ოდიკი. სამების ეკლესიის სახელიდან გამომდინარე ციხესიმაგრემ და ქალაქმა მიიღო სახელწოდება ტროიცკა, შემდეგ ტაგან-როგი. მაღალ სანაპიროზე მდებარე ეკლესია ემსახურებოდა ციხესიმაგრის გარნიზონს[2].

სამების ეკლესიის კურთხევა, ყველა არსებული მონაცემით, გაიმართა 1699 წელს, რომელსაც ესწრებოდა ტაგანროგის დამაარსებელი პეტრე I, რომელიც ამ დროს ქერჩიდან ბრუნდებოდა[3].

ოსმალებთან ბრძოლის დროს რუსეთმა გაიცადა მძიმე მარცხი და პრუტის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, ოსმალეთის იმპერიის მოთხოვნით რუსეთს ტაგანროგის ციხესიმაგრე უნდა დაენგრია და შეწყვეტილიყო მისი არსებობა[4]. ეკლესია გადაიტანეს დღევანდელი უკრაინის ქალაქ ბახმუტში. 1745 წელს ბახმუტის ეკლესია სიძველის გამო დაანგრიეს, ხოლო მის ადგილზე ააგეს წმინდა სამების ეკლესია ქალაქის სხვა ადგილზე, ხოლო ძველი ეკლესიის ადგილზე ააგეს მცირე კაპელა[3].

1769 წელს, როდესაც ტაგანროგი საბოლოოდ დაიბრუნა რუსეთმა, ვორონეჟის ეპისკოპოსმა ტიხონ ზადონელმა მიიღო თანხმობა სამსაკურთხევლიანი ეკლესიის მშენებლობის შესახებ. საკურთხევლები ნაკურთხი იყო წმინდა სამების, პეტრესა და პავლეს და დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე. თანხების არარსებობის გამო ეკლესიის მშენებლობა გაჭიანურდა, ქალაქის თავმა ივან დეჟედერასმა წამოაყენა წინადადება ეკლესიის ნაჩქარევად დასრულების შესახებ. ეკლესია 200 კაცზე იყო გათვლილი და დროთა განმავლობაში ქალაქის ზრდასთან ერთად იგი საკმარისი აღარ იყო[3].

ეკლესიის ხედი ზღვიდან

1782 წელს კომენდანტმა ივან კასპეროვმა მიიღო მხარდაჭერა ციხესიმაგრის ოფიცრებისაგან და გადაწყვიტა ახალი ხის ეკლესიის მშენებლობა ქვის ფუნდამენტზე. ამავე წლის 14 ოქტომბერს მას საფუძველი ჩაუყარა დეკანოზმა იოანე ანდრეევმა. 1785 წელს მშენებლობა დასრულდა. ეკლესია აკურთხეს და გამოაცხადეს საკათედროდ[4]. ახალი ეკლესიის მღვდლად დაინიშნეს სტეფანე რაზორეცკი[4].

1786 წლის 17 ოქტომბერს ქალაქისთავის დადგენილებით ეკლესიის მსახურებს დაენიშნათ ხელფასი: დეკანოზს - 120 რუბლი წელიწადში, მღვდელს - 100, დიაკვანს - 80 რუბლი. 1834 წლიდან, მას შემდეგ რაც გაუქმდა გარნიზონი, ხელფასიც შეუწყვიტეს.

ეკლესიამ იარსება 1865 წლამდე. ამავე წელს ეკლესიის მამასახლისმა გამოთქვა იმავე წმინდანის სახელობის ახალი ეკლესიის აშენების სურვილი, მაგრამ სხვა ადგილზე. ძველი ეკლესია დაშალეს და მისი მასალები გამოიყენეს სკოლის ასაშენებლად, ხოლო საეკლესიო ჭურჭელი გაიგზავნებოდა ახალ ეკლესიაში. 1877 წელს ააშენეს ტაგანროგის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია. ამავე წელს ეკლესია აკურთხეს და ძველი ეკლესიის ჭურჭელი იქ გადაიტანეს.

ისტორიული ტაძრის გადარჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1877 წელს ეკლესიას მხატვრობაც მოხსნეს, იწყებოდა ეკლესიის ნელ-ნელა განადგურება. ქალაქის ასაკოვანი მოსახლეობა ამ ფაქტს ვერ ეგუებოდა, რადგან მათი ცხოვრება ეკლესიასთან დიდად იყო დაკავშირებული: უფროსები აქ მოინათლნენ, აქ დაიწერეს ჯვარი, აქ მონათლეს შვილები[3]. აღნიშნულ საკითხში მოსახლეობას ეთანხმებოდა ქალაქის თავი ნიკოლაი ჯურიჩი. მან გადაწყვიტა შეენარჩუნებინა ეკლესია, ისტორიული ძეგლი, რომელიც პრაქტიკულად დააარსა პეტრე I-მა.

საქმე არაერთხელ მივიდა წმინდა სინოდის ყურამდე, რომელმაც, როგორც ჩანს, შეისწავლა საქმის შინაარსი და 1879 წლის 23 ივნისს გამოსცა ბრძანება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ეკლესიას ტოვებდნენ ხელშეუხებელს და უფლებას აძლევენ მასში აღევლინოს ღვთისმსახურება, თუკი ტაგანროგის მოსახლეობა შეძლებდა მის შენახვას, ააშენებდნენ იქ მღვდლისა და მეფსალმუნის სახლებს[3].

ასეთი ბრძანების შემდეგ შეიქმნა კომისია სახსრების მოსაძიებლად, რომელიც მოხმარდებოდა ტაძრის აღდგენას. შეგროვდა 23 297 რუბლი და ქალაქიდან 4 000 რუბლი. 1884 წელს ეკლესიის გადაკეთება პრაქტიკულად დასრულდა და საეკლესიო ჭურჭელი მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიიდან კვლავ დაუბრუნდა სამების ეკლესიას[3].

ტაძრის დანგრევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამების ეკლესიის ხედი 1943 წ.

1922 წელს საეკლესიო ჭურჭელი საბჭოთა ხელისუფლებამ მიისაკუთრა, მათ შორის 20 ხატი, 8 კანდელი, ოქროს ჯვარი და ძვირფასი ქვები[5]. 1930 წელს სამების ეკლესია დახურეს და მასში დახურული კოოპერატიული ბაზარი გახსნეს[5]. მოსახლეობის დიდი ნაწილი მასში შესვლზე უარს ამბობდა, მაგრამ თუკი ვინმე შევიდოდა მხოლოდ პირჯვრის გადაწრის შემდეგ[6]. მოგვიანებით ეკლესია საბოლოოდ დაანგრიეს[5].

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანელებმა დაპყრობილ ტერიტორიებზე, მათ შორის ტაგანროგში რამდენიმე ეკლესია კვლავ გახსნეს ღვთისმსახურებისთვის, თუმცა სამების ეკლესია აღსადგენად უკვე გამოუსადეგარი იყო[6].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Гаврюшкин О.П. Троицкая церковь // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 1998. — С. 499. — ISBN 5-88040-017-4.
  2. 2.0 2.1 Гаврюшкин О. П. Отблески золотых куполов. — Таганрог: 1999. — С. 7. — ISBN 5-87612-016-2.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Филевский П. П. История города Таганрога. — Таганрог: Лукоморье, 2007. — 458 с. — ISBN 978-5-902450-09-2.
  4. 4.0 4.1 4.2 Гаврюшкин О. П. Отблески золотых куполов. — Таганрог: 1999. — С. 8. — ISBN 5-87612-016-2.
  5. 5.0 5.1 5.2 Гаврюшкин О. П. Отблески золотых куполов. — Таганрог: 1999. — С. 11. — ISBN 5-87612-016-2.
  6. 6.0 6.1 Киричек М. С. Святые купола Таганрога. — Таганрог: ИП Стадников, 2008. — С. 20. — ISBN 978-5-9901455-1-1.