შინაარსზე გადასვლა

საკანონო ჯარიმა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საკანონო ჯარიმა — იხდიდა დამნაშავედ ცნობილი პირი ეკლესიის სასარგებლოდ. შუა საუკუნეებში საქართველოში, კერძოდ თბილისში საეკლესიო სასამართლოს ექვემდებარებოდა სისხლის სამართლის გარკვეული საქმეები. მკვლელობისთვის დამნაშავე ეკლესიას უხდიდა საკანონო ხარს. საკანონოდ ერთი ხარი უნდა გაეღო უზიარებლად გარდაცვლილის ჭირისუფალსაც. ჯვარდაუწერელი ცოლქმრული თანაცხოვრების შემთხვევაში ქმარს საკანონო ჯარიმის სახით ორი ხარი, ღორი და ცხვარი უნდა გადაეხადა და ა.შ.

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 770