სადედე (მემცენარეობაში)
იერსახე
სადედე (მემცენარეობაში) — ნარგაობა, სადაც გამოჰყავთ მრავალწლოვან მცენარეთა (ვაზი, ხეხილი) საძირე და სანამყენე მასალა. ხეხილის სარგავი მასალის გამოსაყვანად, ვეგეტატიური გამრავლებისათვის, აშენებენ საძირეთა სადედეს, ხოლო კალმების, ამონაყრებისა და თესლის დასამზადებლად — სადედე ბაღსა და საკენკრეს. მევენახეობაში, ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირის სადედეში, იყენებენ თავიან ფორმას საყრდენად ხმარობენ ვერტიკალურ ან დაბალ ჰორიზონტალურ შპალერს. სანამყენეს სადედეში დასამყნობი საკვირტე მასალის დამზადება ხდება მყნობის წინ. სადედეში საჭიროა ნიადაგის პერიოდული გაფხვიერება, სარეველების მოსპობა, სასუქების შეტანა, მორწყვა და ა. შ.
საქართველოში შემუშავებულია სადედეში მცენარეთა აღზრდა-ფორმირების ახალი წესები, რომლებიც ფართოდაა დანერგილი წარმოებაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რამიშვილი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 621.