საგზაო ნიშნები
საგზაო ნიშნები — გარკვეული ფორმის, ზომისა და შეფერილობის გრაფიკული გამოსახულებები, რომლებსაც დგამენ საავტომობილო გზებზე და ქალაქის ქუჩებში მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეთათვის სახიფათო უბნებზე, მათთვის საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად. იმის გამო, რომ საავტომობილო პარკი გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე საავტომობილო გზების ქსელი, სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება ერთ-ერთი ძირითადი საყოფაცხოვრებო პრობლემაა. რამდენადაც უფრო მეტად აკმაყოფილებს გზა თანამედროვე მოთხოვნებს, მით უფრო ნაკლებია საგზაო ნიშნების რაოდენობა და პირიქით.საგზაო ნიშნების საზრიანი გამოყენება ხშირად წარმატებით ცვლის მოძრაობის უსაფრთხოების ძვირადღირებულ ღონისძიებებს.
1968 წელს ვენაში მიიღეს კონვენცია საგზაო ნიშნებსა და სიგნალებზე, 1971 წელს კი ჟენევაში - ამ კონვენციის დამატებითი ევროპის შეთანხმება.
საგზაო ნიშნები ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სტანდარტის მიხედვით იყოფა 7 ჯგუფად. ესენია: 1. გამაფრთხილებელი; 2. პრიორიტეტის; 3. ამკრძალავი; 4. მიმთითებელი; 5. საინფორმაციო-მაჩვენებელი; 6. სერვისის; 7. დამატებითი იფორმაციის ნიშნები