შინაარსზე გადასვლა

საგარეო პოლიტიკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საგარეო პოლიტიკაქვეყნის მიზნების ერთობლიობა, რომლითაც ის განსაზღვრავს მის ურთიერთობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. საგარეო პოლიტიკის მიზანი ასევე ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ეროვნული უსაფრთხოების, იდეოლოგიური მისწრაფებებისა და ეკონომიკური განვითარების დაცვაა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საგარეო პოლიტიკა იმდენად ძველია, როგორც თვით საზოგადოება.

საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა XX საუკუნეში, ვინაიდან თითქმის ყველა ქვეყანამ შეძლო ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარება გარკვეული დიპლომატიური ფორმით. ნომინალურად საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება მთავრობის მეთაურისა და საგარეო საქმეთა მინისტრის საქმეა. ზოგიერთ ქვეყანაში მასში ასევე მონაწილეობს საკანონმდებლო ორგანო. გამონაკლისის სახით, საფრანგეთში, ფინეთსა და აშშ-ში საგარეო პოლიტიკაში პასუხისმგებელი სახელმწიფოს მეთაურია, ხოლო მთავრობის მეთაური ძირითადად შინაური პოლიტიკით არის დაკავებული.