შინაარსზე გადასვლა

საბჭოთა რესპუბლიკების დროშები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების დროშებისაბჭოთა კავშირის მთავარი დროშის საფუძველზე შექმნილი დროშები 15 მოკავშირე რესპუბლიკისთვის. თითოეულ მათგანზე წითელ ფონზე გამოსახულია ოქროსფერი (ყვითელი) ნამგალი, ურო და ვარსკვლავი (ერთადერთი გამონაკლისი იყო საქართველოს სსრ დროშა, რომელზეც საბჭოთა სიმბოლოები წითელი ფერით ლურჯ ფონზეა გამოსახული). საბოლოოდ 1991 წლისთვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების 15 დროშა ამგვარად გამოიყურებოდა:


რუსეთის სფსრ–ის დროშა

უკრაინის სსრ–ის დროშა

ბელორუსიის სსრ–ის დროშა

უზბეკეთის სსრ–ის დროშა

ყაზახეთის სსრ–ის დროშა

საქართველოს სსრ–ის დროშა

აზერბაიჯანის სსრ–ის დროშა

ლიტვის სსრ–ის დროშა

მოლდოვას სსრ–ის დროშა

ლატვიის სსრ–ის დროშა

ყირგიზეთის სსრ–ის დროშა

ტაჯიკეთის სსრ–ის დროშა

სომხეთის სსრ–ის დროშა

თურქმენეთის სსრ–ის დროშა

ესტონეთის სსრ–ის დროშა

ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების (ასსრ) დროშები იშვიათად გამოიყენებოდა. ხშირად ავტონომიების დროშები უბრალოდ იმ რესპუბლიკის წარწერებიან რუკას წარმოადგენდა, რომელსაც ეს ავტონომია ეკუთვნოდა. მაგალითად, აფხაზეთის ასსრ–ის დროშასა და საქართველოს სსრ–ის დროშას შორის განსხვავება მხოლოდ აფხაზურ ენაზე გაკეთებულ წარწერაში – „Аҧсны АССР“ იყო.

ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე არსებული ზოგიერთი ქვეყნის, ან რეგიონის დროშა არსებითად არ შეცვლილა, და დაფუძნებულია საბჭოთა დროშაზე. მაგალითად, ამგვარია დნესტრისპირეთისა და ბელარუსის (ყოფილი ბელორუსიის) თანამედროვე სახელმწიფო დროშები.

საბჭოთა გაუქმებული რესპუბლიკების დროშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარელო–ფინეთის სსრ–ის დროშა
(1940-1956)

ამიერკავკასიის სფსრ–ის
დროშა
(1922-1936)