რუფუს კვინტუს კურციუსი
იერსახე
რუფუს კვინტუს კურციუსი (ლათ. Quintus Curtius Rufus) — I საუკუნის ძველი რომაელი ისტორიკოსი და რიტორი. ეკუთვნის ნაშრომი „ალექსანდრე მაკედონელის ისტორია“ 10 წიგნად. პირველი 2 წიგნი დაკარგულია, III-X წიგნები მოიცავს პერიოდს ძვ. წ. 333 წლიდან ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილამდე. კურციუსის ეს ნაშრომი ეყრდნობა ალექსანდრე მაკედონელის მოღვაწეობისადმი მტრულად განწყობილ ისტორიულ თხზულებებს, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 87.