შინაარსზე გადასვლა

რუსეთის კონსტიტუციის საერთო-სახალხო კენჭისყრა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის საერთო-სახალხო კენჭისყრა ჩატარდა 1993 წლის 12 დეკემბერს; კენჭისყრასთან ერთად, ჩატარდა არჩევნები სახელმწიფო დუმასა და ფედერაციის საბჭოში, რომელიც ახალი კონსტიტუციის მიხედვით აყალიბებდა რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოს, ფედერაციის კრებას.

1990 წლის 12 ივნისს რსფსრ-ს სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო დეკლარაცია რსფსრ-ს სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ, რომელშიც პირველად დადგა დღის წესრიგში ახალი რუსული კონსტიტუციის შემუშავება მასში გამოცხადებული პრინციპების საფუძველზე (მათ შორის, ხელისუფლების გაყოფის პრინციპზე). იმავე წლის 16 ივნისს ჩამოყალიბდა სახალხო დეპუტატთა პირველი ყრილობის საკონსტიტუციო კომისია, რომლის თავმჯდომარეც იყო ბორის ელცინი, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი.

პარალელურად, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ მუშავდებოდა და სამსჯელოზე გამოდიოდა კონსტიტუციის თავიანთი პროექტები.[1] მაგალითად, ცალკეული, საპრეზიდენტო პროექტი გამოქვეყნდა 1993 წლის 30 აპრილს.

1993 წლის სექტემბერში ოფიციალურ დონეზე განიხილებოდა მხოლოდ ორი პროექტი: სახალხო დეპუტატთა ყრილობის საკონსტიტუციო კომისიის პროექტი და პრეზიდენტ ელცინის ბრძანებით მოწვეული საკონსტიტუციო ყრილობის პროექტი.[2]

საკონსტიტუციო კრიზისი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური ძალების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაპირისპირების შედეგად ახალი კონსტიტუციის მიღება ჭიანურდებოდა.

1993 წლის 21 ოქტომბერს პრეზიდენტმა ელცინმა გამოსვა ბრძანება „რუსეთის ფედერაციაში ეტაპობრივი საკონსტიტუციო რეფორმის“ შესახებ,[3] რომლითაც ბრძანა უზენაეს საბჭოს და სახალხო დეპუტატთა ყრილობას, შეეწყვიტათ საკანონმდბლო და საკონტროლო ფუნქციების აღსრულება; შემწყდარიყო რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატთა ყრილობის უფლებამოსილების შეჩერება; საკონსტიტუციო კომისიის და საკონსტიტუციო ყრილობის ერთიანი, შეთანხმებული პროექტის წადრდგენა საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინებით; რუსეთის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმაში არჩევნების ჩატარება.

საკონსტიტუციო რეფორმა რუსეთის ფედერაციაში პრაქტიკულად შეჩერებულია. უზენაესი საბჭო ბლოკავს რუსეთის სახალხო დეპუტატების ყრილობების გადაწყვეტილებებს ახალი კონსტიტუციის მიღბასთან დაკავშირებით... ...ამ პირობებში, ერთადერთი რამ, რაც შეეფერება ხალხის მმართველობის პრინციპებს, არის ყრილობისა და უზენაესი საბჭოს და პრეზიდენტის და მთავრობის დაპირსპირების შეჩერება და რუსეთის ფედერაციის ახალი პარლამენტის არჩევნები. — პრეზიდენტის ბრძანება ეტაპობრივი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ

კონფლიქტის კულმინაციად იქცა მოსკოვში 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მომხდარი მოვლენები, როდესაც პრეზიდენტისა და კანონმდებლების შეიარაღებული დაპირისპირება დამთავრდა სახალხო დეპუტატების და უზენაესი საბჭოს „დარბევით“, ჯავშანტექნიკის და იარაღის გამოყენებით.

1993 წლის 13 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაასაჯაროვა პირველი ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა რეფერენდუმის შედეგებს.[4] 15 დეკემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დაადასტურა საგაერო საქმეთა სამინისტროში, რომ ახალ კონსტიტუციას მიღებულად თვლიდა.[5] კენჭისყრიდან 10 დღის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია ჯერ კიდევ ითვლიდა ხმებს და ამოწმებდა სხვადასხვა დონის კომისიების ოქმებს.

22 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა საბოლოო შედეგები და განაცხადა, რომ საერთო-სახალხო კენჭისყრა შედგა, ხოლო ახალი კონსტიტუციის პროექტი მოიწონა მოსახლეობის საჭირო უმრავლესობამ.[6] ასეთივე განცხადება გააკეთა 22 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, კრემლში.[7]

ოფიციალური მონაცემების თანახმად, საერთო-სახალხო კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 58 187 775-მა დარეგისტრირებულმა ამომრჩევლებამ, რომელთა უმრავლესობამაც (32 937 630) მხარი დაუჭირა ახალი კონსტიტუციის მიღებას.[8][9] ამგვარად, ახალი კონსტიტუცია მოიწონა ამომრჩეველთა 58,43%-მა, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 31,02 პროცენტია.[10]

კონსტიტუციის კენჭისყრასთან ერთად, ჩატარდა რუსეთის სახელმწიფო დუმას და ფედერაციის საბჭოს პირველი მოწვევის არჩევნები — ორგანოები, რომელთა დაარსებასაც ითვალისწინებდა ახალი კონსტიტუციის პროექტი. დუმას არჩევნებში, მოულოდნელად, გაიმარჯვა ვლადიმერ ჟირინოვსკის რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია. ელცინის მხარდამჭერმა დემოკრატიულმა პარტიებმა და ბლოკებმა, რომელთა სათავეშიც იდგა ეგორ გაიდარი მთლიანობაში ხმათა ნახევარზე ნაკლები მიიღეს.

ამავე დროს, პრეზიდენტის № 1661 ბრძანების (1993, 19 ოქტომბერი) თანახმად, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზოგიერთ ზომას 1993 წლის საარჩევნო კამპანიის ჩატარების პერიოდში, საპარლამენტო აარჩევნებში ვერ მიიღეს მონაწილეობა პარტიებმა და პირებმა, რომლებიც 1993 წლის საკონსტიტუციო კრიზისის დროს უზენაესი საბჭოს და სახალხო დეპუტატთა ყრილობის მხარეზე მიიღეს მონაწილეობა

რეგიონალური არჩევნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთ რეგიონში, რუსეთის ფედერაციის ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა არჩევნები რეგიონალური არჩევნები.

მოსკოვში შედგა არჩევნები მოსკოვის საქალაქო დუმაში, ხოლო ვოლგოგრადის ოლქში შედგა არჩევნები ვოლგოგრადის საოლქო დუმაში.

ბაშკირეთში შედგა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც პრეზიდენტად, ხმათა 63 პროცენტით, აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე მ. რახიმოვი. ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, რახიმოვმა განაცხადა, რომ „ყოველთვის იყო ბაშკირეთის პრეზიდენტობის ინსტიტუტის წინააღმდეგ, რადგან თვლის, რომ რუსეთში უნდა იყოს ერთი პრეზიდენტი“.

ჩუვაშეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც პირველ ტურში ვერც ერთმა შვიდი კანდიდატიდან ვერ მოიპოვა ხმების უმრავლესობა და დაინიშნა მეორე ტური, ერთი კვირის შემდეგ. არჩევნებში გაიმარჯვა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრმა, ნ. ფიოდოროვმა, რომელიც ჩუვაშეთის პირველი პრეზიდენტი გახდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. См.: Алексеев С., Собчак А. Конституция и судьба России // Известия. — 1992. — № 75 — 30 марта; Владимир Лафитский. Плюсы и минусы альтернативного проекта Конституции // Известия. — 1992. — 7 апреля; и др.
  2. Проект новой Конституции Российской Федерации // Известия. — 1993. — 30 апреля.
  3. Указ Президента Российской Федерации от 21 сентября 1993 года № 1400 «О поэтапной конституционной реформе в Российской Федерации» // Собрание актов Президента и Правительства РФ. — 1993. — № 39. — Ст. 3597.
  4. Александра Луговская. C конституцией у России всё в порядке. С парламентом предвидятся сложности // Известия. — 1993. — 14 декабря; Конституцию кажется, приняли // Независимая газета. — 1993. — 14 декабря; Лев Корнешов. У России есть Конституция! // Российская газета. — 1993. — 14 декабря; и др.
  5. Владимир Янченков. Россияне поддержали курс реформ: Председатель Центризбиркома Николай Рябов о предварительных итогах голосования // Российская газета. — 1993. — 15 декабря.
  6. Валерий Выжутович. Новая конституция принята, угроза сепаратизма остаётся // Известия. — 1993. — 22 декабря.
  7. Пресс-конференция Президента России: сообщение ИТАР-ТАСС // Известия. — 1993. — 23 декабря.
  8. Постановление Центральной избирательной комиссии Российской Федерации от 20 декабря 1993 года № 142 «О результатах всенародного голосования по проекту Конституции Российской Федерации დაარქივებული 2012-06-08 საიტზე Wayback Machine. » // Российская газета. — 1993. — 25 декабря.
  9. Результаты референдума 12 декабря 1993 по проекту Конституции Российской Федерации დაარქივებული 2010-10-31 საიტზე Wayback Machine.  — А. А. Собянин, В. Г. Суховольский. Демократия, ограниченная фальсификациями: выборы и референдумы в России в 1991-93 гг.
  10. Итоги Всенародного голосования по проекту Конституции Российской Федерации 12 декабря 1993 года // Официальный интернет-портал Центральной избирательной комиссии Российской Федерации.