შინაარსზე გადასვლა

რუპი კაური

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუპი კაური
დაბადების თარიღი 4 ოქტომბერი, 1992 (1992-10-04) (32 წლის)
დაბადების ადგილი პენჯაბი, ინდოეთი
საქმიანობა მწერალი, პოეტი, ილუსტრატორი
ეროვნება კანადელი
მოქალაქეობა  კანადა
ალმა-მატერი ვატერლოოს უნივერსიტეტი[1]
ჟანრი პოეზია
Magnum opus რძე და თაფლი და The Sun and Her Flowers
ჯილდოები 100 ქალი[2]
საიტი rupikaur.com

რუპი კაური (დ. 4 ოქტომბერი, 1992) — ინდური წარმოშობის კანადელი პოეტი, ილუსტრატორი და ავტორი. პოპულარობა მოიპოვა სოციალურ ქსელებში ვიზუალური პოეზიის გამოქვეყნებით.

კაურს საყოველთაო ცნობადობა მოუტანა სადებიუტო ნამუშევარმა, პოეტურმა კრებულმა „რძე და თაფლი“ (2014), რომელიც The New York Times-ის ბესტსელერების სიაში წელიწადზე მეტი ინარჩუნებდა ადგილს. მსოფლიო მასშტაბით წიგნის სამ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. 2017 წელს კაურმა მეორე პოეტური კრებული „მზე და მისი ყვავილები“ გამოაქვეყნა. იმავე წელს პოეტი BBC-ის 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დასახელდა.

კაურის შემოქმედების თემებია ურთიერთობები, ემიგრანტობის გამოცდილება და სექსუალური ტრავმა. 2019 წელს ჟურნალმა The New Republic მას „ათწლეულის მწერალი“ უწოდა.[3][4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Beyond Words. University of Waterloo.
  2. https://www.bbc.com/news/world-41380265
  3. Alam, Rumaan (2019-12-23). „Rupi Kaur Is the Writer of the Decade“. The New Republic. ISSN 0028-6583.
  4. Culture; Books. (2020-01-02) Rupi Kaur may not be MY 'writer of the decade,' but that doesn't mean she isn't THE 'writer of the decade' | National Post.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუპი_კაური“-დან