რუპი კაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რუპი კაური
Rupi Kaur by Baljit Singh.jpg
დაბადების თარიღი 4 ოქტომბერი, 1992 (1992-10-04) (28 წლის)
დაბადების ადგილი პენჯაბი, ინდოეთი
საქმიანობა მწერალი, პოეტი, ილუსტრატორი
ენა ინგლისური ენა[1]
ეროვნება კანადელი
მოქალაქეობა Flag of Canada.svg კანადა
ალმა-მატერი ვატერლოოს უნივერსიტეტი[2]
ჟანრი პოეზია
Magnum opus რძე და თაფლი
ჯილდოები 100 ქალი
საიტი rupikaur.com

რუპი კაური (დ. 4 ოქტომბერი, 1992) — ინდური წარმოშობის კანადელი პოეტი, ილუსტრატორი და ავტორი. პოპულარობა მოიპოვა სოციალურ ქლელებში ვიზუალური პოეზიის გამოქვეყნებით.

კაურს საყოველთაო ცნობადობა მოუტანა სადებიუტო ნამუშევარმა, პოეტურმა კრებულმა „რძე და თაფლი“ (2014), რომელიც The New York Times-ის ბესტსელერების სიაში წელიწადზე მეტი ინარჩუნებდა ადგილს. მსოფლიო მასშტაბით წიგნის სამ მილიონზე მეტი ეგზემპლიარი გაიყიდა. 2017 წელს კაურმა მეორე პოეტური კრებული „მზე და მისი ყვავილები“ გამოაქვეყნა. იმავე წელს პოეტი BBC-ის 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დასახელდა.

კაურის შემოქმედების თემებია ურთიერთობები, ემიგრანტობის გამოცდილება და სექსუალური ტრამვა. 2019 წელს ჟურნალმა The New Republic მას „ათწლეულის მწერალი“ უწოდა.[3][4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://plus.si.cobiss.net/opac7/conor/295612003
  2. Beyond Words. University of Waterloo.
  3. Alam, Rumaan (2019-12-23). „Rupi Kaur Is the Writer of the Decade“. The New Republic. ISSN 0028-6583.
  4. Culture; Books. (2020-01-02) Rupi Kaur may not be MY 'writer of the decade,' but that doesn't mean she isn't THE 'writer of the decade' | National Post.